https://sputnik-georgia.com/20221122/saqartvelosi-pirveli-cifruli-banki-dafuznda-272381577.html
საქართველოში პირველი ციფრული ბანკი დაარსდა
საქართველოში პირველი ციფრული ბანკი დაარსდა
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე კომპანიამ მიიღო ლიცენზია ოთხი თვის განმავლობაში ოპერაციების სატესტო რეჟიმში განხორციელებისთვის. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T22:34+0400
2022-11-22T22:34+0400
2022-11-22T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_ff4503c46976461f03fdd3d01c85cc4d.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „პეისერა საქართველომ“ ციფრული ბანკის პრინციპებით მოქმედების პირობით საბანკო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა.ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.კომპანია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. შემდგომში ციფრული ბანკი შეასრულებს ყველა იმ ოპერაციას, რასაც ყველა ბანკი ახორციელებს.საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის ტესტირებას გეგმავს >>ციფრული ბანკის მოდელი არ ითვალისწინებს ფილიალების და სერვის-ცენტრების არსებობას.„პეისერა საქართველოს“ ციფრული ბანკის ბიზნეს-მოდელი ორიენტირებულია ინტეგრაციაზე ევროკავშირის საფინანსო სისტემაში და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებაზე.ციფრული ბანკის მოდელით ყველა სერვისი ძირითადად ელექტრონული ფორმით ხორციელდება, სერვისების შეთავაზების დროს ციფრული ბანკი იყენებს ახალ ტექნოლოგიებს ან ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს-მოდელს.ციფრული ბანკი ორიენტირებულია ღია ბანკინგზე და საბანკო საქმის, როგორც სერვისის მოდელის განვითარებაზე, ეფუძნება API-ინტერფეისს და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდულარულ მოწყობილობას, მას გააჩნია ელექტრონული ტექნიკური საშუალებები მომხმარებლის აუთენტურობის დადასტურებისა და იდენტიფიცირებისთვის, მას შეუძლია ის მესამე პირებს მიაწოდოს.საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრებისკენ >>სააქციო საზოგადოება „პეისერა საქართველო“ დაარსდა 2022 წლის მარტში როგორც შპს და მისი დამფუძნებლები იყვნენ ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესმენები ივანე თევდორაშვილი და ირაკლი ვეკუა.2022 წლის სექტემბერში კომპანია გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f2492a18eccddd6a741ef2b3790860f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოში პირველი ციფრული ბანკი დაარსდა
22:34 22.11.2022 (განახლებულია: 22:49 22.11.2022) პირველ ეტაპზე კომპანიამ მიიღო ლიცენზია ოთხი თვის განმავლობაში ოპერაციების სატესტო რეჟიმში განხორციელებისთვის.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „პეისერა საქართველომ“ ციფრული ბანკის პრინციპებით მოქმედების პირობით საბანკო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
კომპანია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. შემდგომში ციფრული ბანკი შეასრულებს ყველა იმ ოპერაციას, რასაც ყველა ბანკი ახორციელებს.
ციფრული ბანკის მოდელი არ ითვალისწინებს ფილიალების და სერვის-ცენტრების არსებობას.
„პეისერა საქართველოს“ ციფრული ბანკის ბიზნეს-მოდელი ორიენტირებულია ინტეგრაციაზე ევროკავშირის საფინანსო სისტემაში და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებაზე.
ციფრული ბანკის მოდელით ყველა სერვისი ძირითადად ელექტრონული ფორმით ხორციელდება, სერვისების შეთავაზების დროს ციფრული ბანკი იყენებს ახალ ტექნოლოგიებს ან ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს-მოდელს.
ციფრული ბანკი ორიენტირებულია ღია ბანკინგზე და საბანკო საქმის, როგორც სერვისის მოდელის განვითარებაზე, ეფუძნება API-ინტერფეისს და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდულარულ მოწყობილობას, მას გააჩნია ელექტრონული ტექნიკური საშუალებები მომხმარებლის აუთენტურობის დადასტურებისა და იდენტიფიცირებისთვის, მას შეუძლია ის მესამე პირებს მიაწოდოს.
სააქციო საზოგადოება „პეისერა საქართველო“ დაარსდა 2022 წლის მარტში როგორც შპს და მისი დამფუძნებლები იყვნენ ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესმენები ივანე თევდორაშვილი და ირაკლი ვეკუა.
2022 წლის სექტემბერში კომპანია გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა.