https://sputnik-georgia.com/20221122/dris-astroprognozi-22-noemberi-272330369.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T00:15+0400
2022-11-22T00:15+0400
2022-11-22T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1e/269912840_0:188:2973:1860_1920x0_80_0_0_1d8322faeff05acc3a6718f1e7ec2013.jpg
დღეს 2022 წლის 22 ნოემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.შესანიშნავი დღეა შემოქმედების, სამეცნიერო მუშაობისა და ნებისმიერი დამოუკიდებელი პროექტისთვის. სასურველია საქმეების განმარტოებით გაკეთება. თუ ამას ვერ მოახერხებთ, შესაძლებელია კონფლიქტი სხვადასხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია უფლებების ცრუ თუ რეალურ დარღვევასთან. ეს რომ არ მოხდეს, თავი უნდა შეიკავოთ მაქსიმალურად.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ნოემბერი>>ვერძი: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ უფრო თქვენ თვითონ იქნებით. რატომღაც ყველაფერზე ღიზიანდებით, სულ უბრალო წვრილმანსაც კი თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა შეუძლია. ამის გამო შესაძლებელია კონფლიქტები ირგვლივ მყოფებთან. სასურველია, დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ და რამე დადებითი აკეთოთ.კურო: დღეს დილიდან შეიძლება ყველაფერი „ხელიდან გაგივარდეთ", იგრძნოთ ძალის გამოფიტვა. ყველაზე ცუდი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ - სამწუხაროდ, დღეს შრომისთვის არ ხართ განწყობილი და ამას უნდა შეეგუოთ. თუ რამე რთულ საქმეს შეეჭიდებით, არის რისკი, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ. იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ, მოდუნდით და დინებას მიყევით.ტყუპი: დელიკატური უნდა იყოთ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ხართ მოუთმენელი, გაქვთ კონფლიქტების მოთხოვნილება. თუ თქვენ გეგმებში არ შედის ურთიერთბრალდებები, მაშინ გონივრულ კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ. და თუ არ გინდათ არავის წყენინება, მისდიეთ წესს - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.კირჩხიბი: საჭიროა ზრუნვა გვერდით მყოფ ადამიანებზე. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სამუშაოს და საჭირო გახდეს თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ან დახმარება დასჭირდეს მეგობარს. ეს დახმარება შეიძლება საჭირო იყოს ფულით, სამსახურებრივი მდგომარეობით ან კავშირებით. სპეციალისტები გირჩევენ, დახმარებაზე უარი არ თქვათ - გახსოვდეთ, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.ლომი: დღეს გარშემომყოფებისგან კრიტიკას ელოდეთ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - ახლობლების ალერსიანი ხუმრობიდან დაწყებული ხელმძღვანელობის მკაცრი უკმაყოფილებით დასრულებული. თქვენი სულ მცირე შეცდომაც კი ირგვლივ მყოფებს თვალში მოხვდებათ, ან თუ შეცდომა არ დაგიშვიათ, რამეს მაინც მოიფიქრებენ. საუკეთესო გამოსავალია, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.ქალწული: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თქვენგან რაღაც მნიშვნელოვანს მალავენ. შესაძლოა, რამე ინტრიგა მზადდება თქვენ წინააღმდეგ, ვიღაც თქვენს შეფერხებებს გეგმავს და რაღაც „ქსელს" ხლართავს, ჭორებს ავრცელებს თქვენ ზურგს უკან. ამან რომ თქვენს რეპუტაციაზე არ იმოქმედოს, ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, ნებისმიერ ინფორმაციას დააკვირდეთ, გააანალიზოთ.სასწორი: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. ნებისმიერი საქმე კარგად გამოგივათ, რომელიც ყურადღებას, მოთმინებასა და პუნქტუალობას მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით მცირე დეტალიც კი არ გამოგეპარებათ, მაგალითად, შეთანხმებაში, რაც არ უნდა წვრილი შრიფტით იყოს დაწერილი. განსაკუთრებით კარგად დაითვლით ფულს - დღეს ხელსაყრელი დღეა ინვესტიციებისთვის, შოპინგისთვის...მორიელი: დღეს თქვენთვის ყველა საქმეში პირველ ადგილზე იქნება „მე" - ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ბევრ რამეში ეგოისტი. ამის გამო გადაწყვეტილებებს იღებთ ერთპიროვნულად, არ ითვალისწინებთ სხვების მოსაზრებებს. მაგრამ ერთი კია - ეს გადაწყვეტილებები გარშემომყოფებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. თუმცა ირგვლივ მყოფების მხრიდან შესაძლებელია წინააღმდეგობა.მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. შესაძლოა, დიდი ხანია აღარ გილაპარაკიათ საყვარელ ადამიანთან, იქნებ თქვენ შორის პრეტენზიები დაგროვდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად არაა აუცილებელი, რომ ურთიერთობები გამოარკვიოთ. უბრალოდ, დრო გაატარეთ ამ ადამიანთან სასიამოვნო გარემოში და თქვენი ურთიერთობები ჰარმონიული გახდება.თხის რქა: დღეს თქვენში რეალიზმის ნატამალი არ იჭაჭანებს - მზად ხართ, საოცრებები ირწმუნოთ. შესაძლოა, რაღაც მოვლენას წააწყდეთ, რომლის ჩატევა მატერიალურ ჩარჩოებში ვერ შეძლოთ... არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენსა და სიმპათიურ „ვიღაცას" შორის სიყვარულის ნაპერწკალმა გაირბინოს. და რატომაც არა? სიყვარულიც ხომ საოცრებაა, რომელიც მეცნიერებას ჯერაც ვერ ამოუხსნია.მერწყული: ეს ის დღეა, როდესაც წარმატებას მოიტანს მარტივი, უბრალო, კონსერვატიული გზები. თუ ექსპერიმენტს მიმართავთ, დიდი ალბათობით, ინანებთ. ცდილობთ მხოლოდ დამაჯერებელი ფაქტებით და ასპროცენტიანი გათვლებით იმოქმედოთ. და ეს სწორიცაა - კონსერვატიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ როგორც საქმეებში, ისე ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.თევზები: დღეს ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი, გარშემომყოფებს რაღაც ურჩიოთ, ისე, თქვენი სურვილით, როცა არავინ გეკითხებათ და გთხოვთ რჩევას. და თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. მაგრამ არის ერთი „მაგრამ" - ასეთ შემთხვევაში ისინი, ვინც დახმარება გთხოვათ, თქვენი კრიტიკისთვის უნდა მოემზადონ - საკმაოდ დაუნდობელი გახდებით.
https://sputnik-georgia.com/20180410/zodiaqos-yvelaze-praqtikuli-da-miwieri-niSnebi-239964634.html
https://sputnik-georgia.com/20221109/2023-weli-zodiaqos-nisnebistvis-astrologiuri-prognozi-272049553.html
https://sputnik-georgia.com/20180412/zodiaqos-niSnebi-gamarjvebis-simboloebi-239975832.html
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1e/269912840_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_4d7ac139a2eab28c3a97c5419f030f22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 ნოემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა შემოქმედების, სამეცნიერო მუშაობისა და ნებისმიერი დამოუკიდებელი პროექტისთვის. სასურველია საქმეების განმარტოებით გაკეთება. თუ ამას ვერ მოახერხებთ, შესაძლებელია კონფლიქტი სხვადასხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია უფლებების ცრუ თუ რეალურ დარღვევასთან. ეს რომ არ მოხდეს, თავი უნდა შეიკავოთ მაქსიმალურად.
ვერძი: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ უფრო თქვენ თვითონ იქნებით. რატომღაც ყველაფერზე ღიზიანდებით, სულ უბრალო წვრილმანსაც კი თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა შეუძლია. ამის გამო შესაძლებელია კონფლიქტები ირგვლივ მყოფებთან. სასურველია, დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ და რამე დადებითი აკეთოთ.
კურო: დღეს დილიდან შეიძლება ყველაფერი „ხელიდან გაგივარდეთ", იგრძნოთ ძალის გამოფიტვა. ყველაზე ცუდი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ - სამწუხაროდ, დღეს შრომისთვის არ ხართ განწყობილი და ამას უნდა შეეგუოთ. თუ რამე რთულ საქმეს შეეჭიდებით, არის რისკი, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ. იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ, მოდუნდით და დინებას მიყევით.
ტყუპი: დელიკატური უნდა იყოთ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ხართ მოუთმენელი, გაქვთ კონფლიქტების მოთხოვნილება. თუ თქვენ გეგმებში არ შედის ურთიერთბრალდებები, მაშინ გონივრულ კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ. და თუ არ გინდათ არავის წყენინება, მისდიეთ წესს - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.
კირჩხიბი: საჭიროა ზრუნვა გვერდით მყოფ ადამიანებზე. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სამუშაოს და საჭირო გახდეს თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ან დახმარება დასჭირდეს მეგობარს. ეს დახმარება შეიძლება საჭირო იყოს ფულით, სამსახურებრივი მდგომარეობით ან კავშირებით. სპეციალისტები გირჩევენ, დახმარებაზე უარი არ თქვათ - გახსოვდეთ, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.
ლომი: დღეს გარშემომყოფებისგან კრიტიკას ელოდეთ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - ახლობლების ალერსიანი ხუმრობიდან დაწყებული ხელმძღვანელობის მკაცრი უკმაყოფილებით დასრულებული. თქვენი სულ მცირე შეცდომაც კი ირგვლივ მყოფებს თვალში მოხვდებათ, ან თუ შეცდომა არ დაგიშვიათ, რამეს მაინც მოიფიქრებენ. საუკეთესო გამოსავალია, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.
ქალწული: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თქვენგან რაღაც მნიშვნელოვანს მალავენ. შესაძლოა, რამე ინტრიგა მზადდება თქვენ წინააღმდეგ, ვიღაც თქვენს შეფერხებებს გეგმავს და რაღაც „ქსელს" ხლართავს, ჭორებს ავრცელებს თქვენ ზურგს უკან. ამან რომ თქვენს რეპუტაციაზე არ იმოქმედოს, ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, ნებისმიერ ინფორმაციას დააკვირდეთ, გააანალიზოთ.
სასწორი: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. ნებისმიერი საქმე კარგად გამოგივათ, რომელიც ყურადღებას, მოთმინებასა და პუნქტუალობას მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით მცირე დეტალიც კი არ გამოგეპარებათ, მაგალითად, შეთანხმებაში, რაც არ უნდა წვრილი შრიფტით იყოს დაწერილი. განსაკუთრებით კარგად დაითვლით ფულს - დღეს ხელსაყრელი დღეა ინვესტიციებისთვის, შოპინგისთვის...
მორიელი: დღეს თქვენთვის ყველა საქმეში პირველ ადგილზე იქნება „მე" - ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ბევრ რამეში ეგოისტი. ამის გამო გადაწყვეტილებებს იღებთ ერთპიროვნულად, არ ითვალისწინებთ სხვების მოსაზრებებს. მაგრამ ერთი კია - ეს გადაწყვეტილებები გარშემომყოფებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. თუმცა ირგვლივ მყოფების მხრიდან შესაძლებელია წინააღმდეგობა.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. შესაძლოა, დიდი ხანია აღარ გილაპარაკიათ საყვარელ ადამიანთან, იქნებ თქვენ შორის პრეტენზიები დაგროვდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად არაა აუცილებელი, რომ ურთიერთობები გამოარკვიოთ. უბრალოდ, დრო გაატარეთ ამ ადამიანთან სასიამოვნო გარემოში და თქვენი ურთიერთობები ჰარმონიული გახდება.
თხის რქა: დღეს თქვენში რეალიზმის ნატამალი არ იჭაჭანებს - მზად ხართ, საოცრებები ირწმუნოთ. შესაძლოა, რაღაც მოვლენას წააწყდეთ, რომლის ჩატევა მატერიალურ ჩარჩოებში ვერ შეძლოთ... არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენსა და სიმპათიურ „ვიღაცას" შორის სიყვარულის ნაპერწკალმა გაირბინოს. და რატომაც არა? სიყვარულიც ხომ საოცრებაა, რომელიც მეცნიერებას ჯერაც ვერ ამოუხსნია.
მერწყული: ეს ის დღეა, როდესაც წარმატებას მოიტანს მარტივი, უბრალო, კონსერვატიული გზები. თუ ექსპერიმენტს მიმართავთ, დიდი ალბათობით, ინანებთ. ცდილობთ მხოლოდ დამაჯერებელი ფაქტებით და ასპროცენტიანი გათვლებით იმოქმედოთ. და ეს სწორიცაა - კონსერვატიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ როგორც საქმეებში, ისე ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.
თევზები: დღეს ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი, გარშემომყოფებს რაღაც ურჩიოთ, ისე, თქვენი სურვილით, როცა არავინ გეკითხებათ და გთხოვთ რჩევას. და თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. მაგრამ არის ერთი „მაგრამ" - ასეთ შემთხვევაში ისინი, ვინც დახმარება გთხოვათ, თქვენი კრიტიკისთვის უნდა მოემზადონ - საკმაოდ დაუნდობელი გახდებით.