https://sputnik-georgia.com/20221118/premieri-xalxis-zalis-gancxadebebze-272288518.html
ნებისმიერს აქვს აზრის გამოხატვის უფლება: პრემიერი ყოფილი თანამებრძოლების განცხადებებზე
ნებისმიერს აქვს აზრის გამოხატვის უფლება: პრემიერი ყოფილი თანამებრძოლების განცხადებებზე
Sputnik საქართველო
ვისურვებდი, რომ უფრო ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ის ელჩის მიმართ, განაცხადა პრემიერმა. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T18:58+0400
2022-11-18T18:58+0400
2022-11-18T21:46+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_676a22b22684271153b0a129f2708bb3.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის დეპუტატების განცხადებებს მიუღებელი უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ განსხვავებული აზრის ქონა ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.„ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ.„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.ღარიბაშვილის განცხადებით, თუ არის კითხვები, კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ზომიერების დაცვით.„ხალხის ძალა“: აშშ ფულს საქართველოში აგენტურაზე ხარჯავს>>„ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება, ასეთია ჩემი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ყოფილი თანამებრძოლების მოსაზრება შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.„ამიტომ ნურავის განვიკითხავთ, გავკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ვისაუბროთ, კი ბატონო, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფის მიყენება, ესაა დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, – აღნიშნა პრემიერმა.„ხალხის ძალა“: რადიკალიზმს საქართველოში აშშ-ის საელჩო ასაზრდოებს>>დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.„ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“: ღარიბაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებები შეაფასა>>კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_159:135:888:682_1920x0_80_0_0_c481dd6efdc428e58858bbfce32c40d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
ნებისმიერს აქვს აზრის გამოხატვის უფლება: პრემიერი ყოფილი თანამებრძოლების განცხადებებზე
18:58 18.11.2022 (განახლებულია: 21:46 18.11.2022) ვისურვებდი, რომ უფრო ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ის ელჩის მიმართ, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის დეპუტატების განცხადებებს მიუღებელი უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ განსხვავებული აზრის ქონა ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.
„ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ.
„ჩემი პოზიცია არის მარტივი, ერთმნიშვნელოვანი, აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს – ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად მიუღებელია, ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
ღარიბაშვილის განცხადებით, თუ არის კითხვები, კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ზომიერების დაცვით.
„ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება, ასეთია ჩემი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ყოფილი თანამებრძოლების მოსაზრება შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.
„ამიტომ ნურავის განვიკითხავთ, გავკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ვისაუბროთ, კი ბატონო, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფის მიყენება, ესაა დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, – აღნიშნა პრემიერმა.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.