https://sputnik-georgia.com/20221118/premieri-dges-saqartvelostvis-aris-gamarjvebis-shesazlebloba-272296311.html
პრემიერი: დღეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა გახდეს გამარჯვებული
პრემიერი: დღეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა გახდეს გამარჯვებული
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T23:39+0400
2022-11-18T23:39+0400
2022-11-18T23:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272295047_0:91:1024:667_1920x0_80_0_0_333339bffd163ea36382847cbad5bb6e.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. დღევანდელი რთული პერიოდი საქართველოსთვის შეიძლება გახდეს შესაძლებლობა იყოს გამარჯვებული და გააერთიანოს ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისთვის და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად მიიწვიეს. ოპოზიციონერები დაინტერესდნენ, რას აკეთებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება საქართველოსთვის არაფერს შეცვლის.პრემიერი: საქართველო იღებს დახმარებას დასავლეთისგან, მაგრამ წვლილიც შეაქვს საერთო საქმეში>>>„ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი, რის შემდეგაც იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, ოპოზიცია ტყუის როცა ამბობს, რომ ქვეყანა დაინგრევა თუ სტატუსს ვერ მიიღებს.„წევრობისთვის საჭიროა მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი, როცა გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებთ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე მიმართვისას.ამავე დროს, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მცდელობები ოპოზიციის რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივიგანწყობის შესაცვლელად წარუმატებელი აღმოჩნდა და ამიტომ ის არ აპირებს უპასუხოს მათ ტყუილსა და ცილისწამებას.„სიმართლე ერთია და იმაში მდგომარეობს, რომ თქვენგან განსხვავებით ჩვენ საქართველოს ვემსახურებით და როდესაც თქვენ გსურთ კითხვის დასმა, თქვენ უნდა გააცნობიეროთ ვის ემსახურებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერი: ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობს>>>მისი თქმით, ოპოზიცია ძალზე დასუსტებულია, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ერთობას და სიძლიერეს.„უკვე ათი წელია არ მინახავს ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია, რადგანაც არ მინახავს ასეთი ერთიანი და გაერთიანებული „ქართული ოცნება“, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი და წყარო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.პარლამენტში გამოსვლის შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ღალატის ტოლფასი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272295047_0:114:737:667_1920x0_80_0_0_2fd29484e203e000ed2c2f47ada935a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა
პრემიერი: დღეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა გახდეს გამარჯვებული
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. დღევანდელი რთული პერიოდი საქართველოსთვის შეიძლება გახდეს შესაძლებლობა იყოს გამარჯვებული და გააერთიანოს ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისთვის და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად მიიწვიეს. ოპოზიციონერები დაინტერესდნენ, რას აკეთებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.
„დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ ამავდროულად არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროში და ეპოქიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. ჩვენი მთავარი ოცნება და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება საქართველოსთვის არაფერს შეცვლის.
„ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი, რის შემდეგაც იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ტყუის როცა ამბობს, რომ ქვეყანა დაინგრევა თუ სტატუსს ვერ მიიღებს.
„წევრობისთვის საჭიროა მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი, როცა გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებთ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე მიმართვისას.
ამავე დროს, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„საქართველოს მიიღებს სტატუსს, რადგანაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მცდელობები ოპოზიციის რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივიგანწყობის შესაცვლელად წარუმატებელი აღმოჩნდა და ამიტომ ის არ აპირებს უპასუხოს მათ ტყუილსა და ცილისწამებას.
„სიმართლე ერთია და იმაში მდგომარეობს, რომ თქვენგან განსხვავებით ჩვენ საქართველოს ვემსახურებით და როდესაც თქვენ გსურთ კითხვის დასმა, თქვენ უნდა გააცნობიეროთ ვის ემსახურებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ძალზე დასუსტებულია, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ერთობას და სიძლიერეს.
„უკვე ათი წელია არ მინახავს ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია, რადგანაც არ მინახავს ასეთი ერთიანი და გაერთიანებული „ქართული ოცნება“, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი და წყარო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტში გამოსვლის შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ღალატის ტოლფასი იქნება.