https://sputnik-georgia.com/20221118/raribasvili-xelisufleba-musaobs-evrokavsiris-rekomendaciebze-272284111.html
პრემიერი: ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობს
პრემიერი: ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობს
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად იმუშაოს. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T16:07+0400
2022-11-18T16:07+0400
2022-11-18T20:06+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250963600_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_dd9148bc33475d54561a90b93fff9f5f.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს პირობების შესრულებაზე ევროკავშირის წვერობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ხოლო ოპოზიციის ნაწილი საბოტაჟითა და დესტრუქციით არის დაკავებული, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისთვის და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად მიიწვიეს. ოპოზიციონერები დაინტერესდნენ, რას აკეთებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.მისი თქმით, რეკომენდაციების სიიდან თითოეულ საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფია შექმნილი.„ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის მეც, განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში – საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.„ქართული ოცნება“: ოპოზიცია წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას აბრკოლებს>>მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250963600_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_1ee3c5dee3dff399d7f7ead6dd7b07ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი: ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობს
16:07 18.11.2022 (განახლებულია: 20:06 18.11.2022) ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად იმუშაოს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს პირობების შესრულებაზე ევროკავშირის წვერობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ხოლო ოპოზიციის ნაწილი საბოტაჟითა და დესტრუქციით არის დაკავებული, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისთვის და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად მიიწვიეს. ოპოზიციონერები დაინტერესდნენ, რას აკეთებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.
„მთელი პროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და ეს მართლაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები, წევრები, გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
მისი თქმით, რეკომენდაციების სიიდან თითოეულ საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფია შექმნილი.
„ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის მეც, განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში – საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.