„ქართული ოცნება“: ოპოზიცია წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას აბრკოლებს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გააკრიტიკა, რადგან მან დადებითი შეფასება მისცა ხელისუფლების მუშაობას ევროკავშირის რეკომენდაციებზე.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციის რეაქცია იმ გზავნილზე, რომლითაც თბილისში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეი ჩამოვიდა, მიუთითებს მათ სწრაფვაზე, ხელი შეუშალონ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისარი ვარჰეი უნგრეთის წარმომადგენელია, რომლის პრეზიდენტიც რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა. მან ასევე ივარაუდა, რომ „რაღაც კავშირებია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვარჰეი ხელს უწყობს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს პროდასავლური ძალის იმიჯი.

„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი... გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში ანახეს ჩვენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები მოქმედებენ ისევე, როგორც მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.
საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წლის მარტიდან მიიღეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება ტურისტული, საქმიანი და სტუმრობის მიზნით.
მდინარაძის თქმით, გუშინ ოპოზიციონერებმა, ფაქტობრივად, ღია ეთერში აჩვენეს, თუ როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად.
„საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე, საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ვარჰეიმ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა დაასახელა>>
ამავე მეთოდებით მოქმედებდნენ ოპოზიციონერები და მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები 2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადები თითქმის ერთდროულად შეიტანეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილება 2022 წლის ივნისის ბოლოს მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ მიიღეს. საქართველოს მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა, ხოლო სტატუსთან დაკავშირებით დააყოვნეს და პირობების შესრულება ურჩიეს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ნათელს ჰფენს იმას, თუ რატომ თქვეს უარი ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში მონაწილეობაზე, სადაც ევროკავშირის მიერ დასახულ პირობებზე მუშაობენ, მათ შორის, არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს და რატომ ცდილობენ ჩააგდონ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი.
„ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება": ევროკომისიის რეკომენდაციები 2022 წელს შესრულდება>>
მისი თქმით, „ოლიგარქიული გავლენების გამო“ ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში საბოტაჟით პასუხობს, ხოლო ოპოზიციის ნაწილს სითამამე არ ჰყოფნის, რომ გვერდი აუაროს უარყოფით ტრენდს, რომელიც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინეს.
გუშინ ევროკომისარმა ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული კონსენსუსის მიღწევა მთავარი პირობაა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
„ჩვენი კარი ღიაა“ - საქართველოს პრემიერმა ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა>>
ამასთან, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ხედავს, როგორ აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა რეკომენდაციების შესრულებაზე: დადებითი ძვრებია სასამართლო სისტემის რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, დაიწყო მუშაობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე.
კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყანაა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0