https://sputnik-georgia.com/20221117/seuzlebelia-daetanxmo-ocnebis-deputati-amerikeli-senatoris-kritikas-gamoexmaura-272268521.html
„შეუძლებელია დაეთანხმო“ – „ოცნების“ დეპუტატი ამერიკელი სენატორის კრიტიკას გამოეხმაურა
„შეუძლებელია დაეთანხმო“ – „ოცნების“ დეპუტატი ამერიკელი სენატორის კრიტიკას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, განაცხადა დეპუტატმა 17.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-17T22:47+0400
2022-11-17T22:47+0400
2022-11-17T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581798_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_84e004b638387c1ff4a974fac0804728.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ეს არის გადაჭარბებული, მეტაფორული შეფასება - აქ სერიოზულ კრიტიკაზე საუბარი არ შეიძლება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა.ასეთი კომენტარი გააკეტა ხელაშვილმა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა.პოლიტიკოსის თქმით, ეს დაკავშირებულია „იმ ძალიან ცუდ იმიჯთან და ცუდ ოპტიკასთან“, რაც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა.„ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, ერთმანეთის წარმოუდგენელი ზიზღი“, - განაცხადა ხელაშვილმა.ამავე დროს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველას, ვინც იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან კარგად ესმის, რომ, რეალურად, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითარდება, აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა და საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას ძალიან ცვალებად და საშიშ გარემოში.ამაზე არასამთავრობოებმა იდარდონ - ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის კრიტიკას უპასუხა >>სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი რეგრესი აქვს.„საკამათოა“ - გია ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებაზე>>„მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი (ნაბიჯი) არ ყოფილიყო, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაჰინმა.მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. ვფიქრობ, ამ დახმარების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული, აღნიშნა მან. სენატორმა დასძინა, რომ ხალხმა მთავრობისგან მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581798_19:0:2750:2048_1920x0_80_0_0_636da57195abcd0421f839a34bdb8c22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
„შეუძლებელია დაეთანხმო“ – „ოცნების“ დეპუტატი ამერიკელი სენატორის კრიტიკას გამოეხმაურა
ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ეს არის გადაჭარბებული, მეტაფორული შეფასება - აქ სერიოზულ კრიტიკაზე საუბარი არ შეიძლება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეტა ხელაშვილმა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა.
„სრულიად შეუძლებელია დაეთანხმო სენატორს იმაში, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა... ეს არის გადამეტებული, მეტაფორული შეფასება იმისა, რასაც ჩვენ კრიტიკის სახით ვისმენთ ხოლმე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. არა მგონია, აქ რაიმე სერიოზულ კრიტიკაზე იყოს საუბარი - ეს არის შეფასებები სენატორების მხრიდან, რომელიც პერიოდულად გვესმის ხოლმე“, - განაცხადა ხელაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, ეს დაკავშირებულია „იმ ძალიან ცუდ იმიჯთან და ცუდ ოპტიკასთან“, რაც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა.
„ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, ერთმანეთის წარმოუდგენელი ზიზღი“, - განაცხადა ხელაშვილმა.
ამავე დროს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველას, ვინც იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან კარგად ესმის, რომ, რეალურად, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითარდება, აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა და საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას ძალიან ცვალებად და საშიშ გარემოში.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი რეგრესი აქვს.
„მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი (ნაბიჯი) არ ყოფილიყო, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაჰინმა.
მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. ვფიქრობ, ამ დახმარების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული, აღნიშნა მან. სენატორმა დასძინა, რომ ხალხმა მთავრობისგან მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს.