https://sputnik-georgia.com/20221027/gia-volski-ned-praisis-gancxadebaze-271685930.html
„საკამათოა“ - გია ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებაზე
„საკამათოა“ - გია ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის განცხადება აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T14:07+0400
2022-10-27T14:07+0400
2022-10-27T19:30+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_0:45:1280:766_1920x0_80_0_0_c2ec8bea1ebaf60ecc42858aad997559.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადება საკამათოა.ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ზოგიერთი მოქმედებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გაუქმებით ან შეჩერებით, რამაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი გამოიწვია, ასევე გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ამ თემაზე აუცილებელია კამათი და საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ეს სტატუსი უფრო ადრე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოს კი საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციას არა აქვს პასუხისმგებლობის აღების უნარი – დეპუტატი დეპოლარიზაციაზე>>ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_df7bf70ff70deff3cbfbc4b0e4b00317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
„საკამათოა“ - გია ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებაზე
14:07 27.10.2022 (განახლებულია: 19:30 27.10.2022) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის განცხადება აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადება საკამათოა.
ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ზოგიერთი მოქმედებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გაუქმებით ან შეჩერებით, რამაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი გამოიწვია, ასევე გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.
„თუ ნედ პრაისმა თქვა, რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ – საიდან დავიხიეთ უკან. იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუ რომელი პერიოდიდან დავიხიეთ უკან? თუ იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენ ასოცირებული წევრები გავხდით? საკამათოა ეს თემა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ამ თემაზე აუცილებელია კამათი და საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.
დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ეს სტატუსი უფრო ადრე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოს კი საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.