https://sputnik-georgia.com/20221025/aluda-rudusauri-opoziciaze-271639542.html
ოპოზიციას არა აქვს პასუხისმგებლობის აღების უნარი – დეპუტატი დეპოლარიზაციაზე
ოპოზიციას არა აქვს პასუხისმგებლობის აღების უნარი – დეპუტატი დეპოლარიზაციაზე
Sputnik საქართველო
დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T19:02+0400
2022-10-25T19:02+0400
2022-10-25T22:16+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
აშშ
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/24/248852475_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_b82783ff7739a2949eac7f34708cd217.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. პოლარიზაციის შემცირება შეუძლებელია ორივე მხარის მონაწილეობის გარეშე, თუმცა ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ შესწევს უნარი, უარი თქვას ვიწროპარტიულ ინტერესებზე, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ზოგიერთი მოქმედებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გაუქმებით ან შეჩერებით, რამაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი გამოიწვია, ასევე გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ეს სტატუსი უფრო ადრე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოს კი საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.ღუდუშაურის თქმით, ციფრები ამაზე კარგად მეტყველებს და რეფორმების შესრულების კუთხით საქართველო ყველა პოზიციით წინ უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც.„ნედ პრაისი რატომ გვაკრიტიკებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.პრემიერ-მინისტრი: საქართველო ევროკომისიის თორმეტივე რეკომენდაციას შეასრულებს>>ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/24/248852475_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_64bf41aad981d2826adf3356200b462b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, აშშ , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, აშშ , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ოპოზიციას არა აქვს პასუხისმგებლობის აღების უნარი – დეპუტატი დეპოლარიზაციაზე
19:02 25.10.2022 (განახლებულია: 22:16 25.10.2022) დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. პოლარიზაციის შემცირება შეუძლებელია ორივე მხარის მონაწილეობის გარეშე, თუმცა ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ შესწევს უნარი, უარი თქვას ვიწროპარტიულ ინტერესებზე, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ზოგიერთი მოქმედებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გაუქმებით ან შეჩერებით, რამაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი გამოიწვია, ასევე გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.
„წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია ორივე მხარის გარეშე... ობიექტურმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი, რომ უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესზე და ერთხელ მაინც თავიანთი ცხოვრების განმავლობაში წინა პლანზე ქვეყნის ინტერესები დააყენონ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ეს სტატუსი უფრო ადრე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოს კი საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.
ღუდუშაურის თქმით, ციფრები ამაზე კარგად მეტყველებს და რეფორმების შესრულების კუთხით საქართველო ყველა პოზიციით წინ უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც.
„ნედ პრაისი რატომ გვაკრიტიკებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.