https://sputnik-georgia.com/20221004/premier-ministri-saqartvelo-12-rekomendacias-seasrulebs-271038722.html
პრემიერ-მინისტრი: საქართველო ევროკომისიის თორმეტივე რეკომენდაციას შეასრულებს
პრემიერ-მინისტრი: საქართველო ევროკომისიის თორმეტივე რეკომენდაციას შეასრულებს
Sputnik საქართველო
პრემიერმა მოუწოდა ოპოზიციას, მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T23:48+0400
2022-10-04T23:48+0400
2022-10-04T23:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_0:14:1024:590_1920x0_80_0_0_7a991aca5901fc396ff2bb037f7b7219.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო შეასრულებს ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების ვალდებულება იქნება ქვეყნის მთავარი გზავნილი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე პრაღაში, სადაც ის მიწვეულია.მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილს და მოუწოდა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ.1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_107:0:1024:688_1920x0_80_0_0_13f463c69ce0fb2f3ff9b86889bd051b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: საქართველო ევროკომისიის თორმეტივე რეკომენდაციას შეასრულებს
პრემიერმა მოუწოდა ოპოზიციას, მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო შეასრულებს ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ჩვენი ხელისუფლება ჩართულია, მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ 12-ვე რეკომენდაცია უმოკლეს ვადაში იქნეს შესრულებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების ვალდებულება იქნება ქვეყნის მთავარი გზავნილი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე პრაღაში, სადაც ის მიწვეულია.
მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილს და მოუწოდა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ.
„ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველა კარი არის ღია და ახლა მთავარი არის, რომ მათი ჩართულობა უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.