https://sputnik-georgia.com/20221117/amaze-ngo-ebma-idardon-kobaxizis-pasuxi-amerikel-senators-272262959.html
ამაზე არასამთავრობოებმა იდარდონ - ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის კრიტიკას უპასუხა
ამაზე არასამთავრობოებმა იდარდონ - ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. 17.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-17T18:54+0400
2022-11-17T18:54+0400
2022-11-17T21:10+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0738e7b5e4d5d3c5e8cf563274f530b1.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის დაფინანსების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის და ეს საკითხი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა.მან აღნიშნა, რომ უსამართლო კრიტიკას მმართველი ძალისთვის არანაირი ფასი არა აქვს.„ფასი შესაძლოა ჰქონდეს ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი რეგრესი აქვს.„საკამათოა“ - გია ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებაზე>>„მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი (ნაბიჯი) არ ყოფილიყო, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაჰინმა.მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. ვფიქრობ, ამ დახმარების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული, აღნიშნა მან. სენატორმა დასძინა, რომ ხალხმა მთავრობისგან მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_109:0:1280:878_1920x0_80_0_0_d197f7928a300ab971e866b8a108b042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , აშშ
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , აშშ
ამაზე არასამთავრობოებმა იდარდონ - ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის კრიტიკას უპასუხა
18:54 17.11.2022 (განახლებულია: 21:10 17.11.2022) ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის დაფინანსების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის და ეს საკითხი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა.
„დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო... არასამთავრობოები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე არასამთავრობოებმა იდარდონ. ამაზე ჩვენ ვერ ვიდარდებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ უსამართლო კრიტიკას მმართველი ძალისთვის არანაირი ფასი არა აქვს.
„ფასი შესაძლოა ჰქონდეს ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი რეგრესი აქვს.
„მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი (ნაბიჯი) არ ყოფილიყო, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაჰინმა.
მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. ვფიქრობ, ამ დახმარების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული, აღნიშნა მან. სენატორმა დასძინა, რომ ხალხმა მთავრობისგან მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს.