https://sputnik-georgia.com/20221115/israelis-saelcom-saqartvelos-usafrtxoebis-samsaxurs-madloba-gadauxada-272218529.html
ისრაელის საელჩომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა
ისრაელის საელჩომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
ისრაელის საელჩო დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T23:49+0400
2022-11-15T23:49+0400
2022-11-15T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_9101fc1fb2f37b1dcb2c75e4e5a8a270.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი აგრძელებს ტერაქტების მცდელობებს ახლა უკვე საქართველოში და ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს, აღნიშულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.ისრაელის საელჩომ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი „პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის“, რათა უზრუნველეყო ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საელჩო აფასებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი – პაკისტანის მოქალაქე და ორმაგი მოქალაქეობის (ირანი–საქართველოს - რედ.) მქონე პირი. ასევე იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი დანაშაულის ორგანიზატორები, მათ შორის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები.გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა.სუსმა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა >>უწყების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქე საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.სუსის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.სუსის განმარტებით, დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_472320d70125470726bb21ea1ad7e363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ისრაელის საელჩომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა
ისრაელის საელჩო დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი აგრძელებს ტერაქტების მცდელობებს ახლა უკვე საქართველოში და ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს, აღნიშულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.
ისრაელის საელჩომ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი „პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის“, რათა უზრუნველეყო ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საელჩო აფასებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს.
„ჩვენ მოწმენი ვართ, როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი – პაკისტანის მოქალაქე და ორმაგი მოქალაქეობის (ირანი–საქართველოს - რედ.) მქონე პირი. ასევე იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი დანაშაულის ორგანიზატორები, მათ შორის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა.
უწყების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქე საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.
სუსის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.
სუსის განმარტებით, დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.