სუსმა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა
13:18 15.11.2022 (განახლებულია: 17:12 15.11.2022)
© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი – პაკისტანის მოქალაქე და ორმაგი მოქალაქეობის (ირანი–საქართველოს - რედ.) მქონე პირი. ასევე იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი დანაშაულის ორგანიზატორები, მათ შორის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა.
უწყების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქე საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.
უწყების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქე საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.
„საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. კილერისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით კრიმინალურმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირანი–საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა ჯგუფი.
კვალის დასაფარად აღნიშნული პირები ერთმანეთს პირადად არ შეხვედრიან, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა ქალაქში სამალავებით ხდებოდა, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ისე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები.
სუსის განმარტებით, დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.