„ნაცმოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა - წულუკიანი

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
ბოლო წელიწადში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები შესამჩნევად შესუსტდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ზღვარზეა, რაც მოსალოდნელი იყო, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თანხმობა განაცხადა შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებაზე, რასაც მისი თანაპარტიელების ნაწილი მოითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელ ლიდერს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.

„არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.

კულუარული ინფორმაციის გავრცელება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ღია დაპირისპირებაზე უკვე 2022 წლის შემოდგომაზე გადავიდნენ.
ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე? მმართველი ძალის ვერსია უარყოფილია>>
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ბოლო გამოკითხვებით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9-15% იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0