https://sputnik-georgia.com/20221110/vin-gaxdeba-nacmozraobis-tavmjdomare-272091783.html
ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე? მმართველი ძალის ვერსია უარყოფილია
ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე? მმართველი ძალის ვერსია უარყოფილია
Sputnik საქართველო
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარისა და სამდივნოს გადარჩევას აპირებს. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T18:42+0400
2022-11-10T18:42+0400
2022-11-14T13:22+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_dd1f9824701ec0eb6691d9ea8aa9a411.png
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა უარყო მმართველი პარტიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტს სწორედ პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს, როგორც ოპოზიციის მთავარი ფინანსისტის, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის კადრი.გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარისა და სამდივნოს გადარჩევას გეგმავს. პირველმა ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა განაცხადა, რომლებმაც პარტიის განახლება მოითხოვეს. ამის შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.ოპოზიციის ლიდერები არ მალავენ, რომ პარტიის განახლება პირველ რიგში თავად მელიას შეეხება, რომელიც პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის დეკემბერში გახდა. მაშინ პარტიამ მიიღო პოლიტსაბჭოს 88 ადამიანამდე გაფართოების გადაწყვეტილება.კულუარული ინფორმაციის გავრცელება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ღია დაპირისპირებაზე უკვე 2022 წლის შემოდგომაზე გადავიდნენ.ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ბოლო გამოკითხვებით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9-15% იყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20221110/nacmozraobis-gadatvcirtva-meliam-gamowveva-miiro-272087986.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_56:0:943:665_1920x0_80_0_0_a4d6d0bcbc74830192ee149d68a325ef.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე? მმართველი ძალის ვერსია უარყოფილია
18:42 10.11.2022 (განახლებულია: 13:22 14.11.2022) გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარისა და სამდივნოს გადარჩევას აპირებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა უარყო მმართველი პარტიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტს სწორედ პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს, როგორც ოპოზიციის მთავარი ფინანსისტის, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის კადრი.
„მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარისა და სამდივნოს გადარჩევას გეგმავს. პირველმა ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა განაცხადა, რომლებმაც პარტიის განახლება მოითხოვეს. ამის შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
ოპოზიციის ლიდერები არ მალავენ, რომ პარტიის განახლება პირველ რიგში თავად მელიას შეეხება, რომელიც პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის დეკემბერში გახდა. მაშინ პარტიამ მიიღო პოლიტსაბჭოს 88 ადამიანამდე გაფართოების გადაწყვეტილება.
კულუარული ინფორმაციის გავრცელება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ღია დაპირისპირებაზე უკვე 2022 წლის შემოდგომაზე გადავიდნენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ბოლო გამოკითხვებით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9-15% იყო.