https://sputnik-georgia.com/20221110/zaladoba-qalebis-mimart-saqstatis-kvleva-daiwyo-272094663.html
ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატის“ კვლევა დაიწყო
ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატის“ კვლევა დაიწყო
Sputnik საქართველო
ნოემბრის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 4.400 რესპონდენტი გამოიკითხება, საიდანაც 75% ქალია. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T20:00+0400
2022-11-10T20:00+0400
2022-11-10T21:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b7e36cf7592b0229a1a6137384848310.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის ფარგლებში რესპონდენტების გამოკითხვა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.„საქსტატის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4.400 რესპონდენტი გამოიკითხება, საიდანაც 75% (3.300) ქალია.გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები, ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.„აუცილებელია უმკაცრესი ზომების გატარება“ - პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე >>გამოკითხვას სპეციალურად გადამზადებული 90-კაციანი ჯგუფი ატარებს.ფართომასშტაბიანი ტრენინგის დროს ინტერვიუერები დეტალურად გაეცნენ გამოკვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციას და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.გამოკვლევის მონაცემთა შეგროვება განხორციელდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვის გზით. შემაჯამებელი შედეგები 2023 წელს გამოქვეყნდება.SOS: საქართველოში ქალების ოჯახური ძალადობისგან დასაცავად მობილური აპლიკაცია ინერგება >>2017 წლის მსგავსად, გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.ფემიციდი – მთავარი გამოწვევასაქართველოში ფემიციდი წლების განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად რჩება.საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ცოტა ხნის წინ ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, აღნიშნავს საქართველოს პროკურატურა.უწყების ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b18117fc5077b7eb6c998deff6550d37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქსტატი
ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატის“ კვლევა დაიწყო
20:00 10.11.2022 (განახლებულია: 21:59 10.11.2022) ნოემბრის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 4.400 რესპონდენტი გამოიკითხება, საიდანაც 75% ქალია.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის ფარგლებში რესპონდენტების გამოკითხვა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4.400 რესპონდენტი გამოიკითხება, საიდანაც 75% (3.300) ქალია.
გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები, ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
გამოკითხვას სპეციალურად გადამზადებული 90-კაციანი ჯგუფი ატარებს.
ფართომასშტაბიანი ტრენინგის დროს ინტერვიუერები დეტალურად გაეცნენ გამოკვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციას და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.
გამოკვლევის მონაცემთა შეგროვება განხორციელდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვის გზით. შემაჯამებელი შედეგები 2023 წელს გამოქვეყნდება.
2017 წლის მსგავსად, გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
ფემიციდი – მთავარი გამოწვევა
საქართველოში ფემიციდი წლების განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად რჩება.
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ცოტა ხნის წინ ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, აღნიშნავს საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.