დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ნოემბერი

© Pixabay / ELG21სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენიჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
თავგადასავლებისკენ მიდრეკილებასა და ადრენალინის მომატებას სისხლში თქვენს გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია. ნებისმიერი სახის დასვენება, ახალ ადგილზე წასვლა, ახალი ნაცნობობა და ა.შ. უამრავ შთაბეჭდილებას გპირდებათ. ამასთან, იქნება დიპლომატიურობის ნაკლებობა, ამიტომ მოერიდეთ კამათს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი - სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება>>
ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლს გარეთ. მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა, გადით ბუნებაში, ეწვიეთ თეატრს, კინოს... თუ თქვენს ინერტულობას გადალახავთ, არ ინანებთ – დროს შესანიშნავად გაატარებთ, გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. გაიმრავალფეროვნეთ ნაცრისფერი დღეები. გახსოვდეთ, რომ კარგი დღე – ეს ჩვეულებრივი დღე არ არის, რომელიც მაღვიძარით იწყება და ტელევიზორით მთავრდება.
პართენონი ათენში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
კურო: დიდია ალბათობა, რომ დღეს თქვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე გამოცდა მოეწყოს. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაო კონტაქტებსაც და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებსაც. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება და თუ გსურთ, ამას თავი აარიდოთ, მთელი თქვენი დიპლომატიური უინარები უნდა გამოავლინოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ძალიან გაგანაწყენებთ.
ტყუპი: კარგი იქნება, თუ ყველაფერს ყურადღებით მოუსმენთ, რაც ირგვლივ ითქმება. გარშემომყოფების საუბრებიდან თქვენთვის ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ, მაგალითად, რამე ინფორმაცია ან ღირებული იდეა. ამას გარდა, არ ღირს ირგვლივ მყოფთა რჩევების უყურადღებოდ დატოვება, დახმარების შემოთავაზებაზე უარის თქმა. ანუ დღევანდელი წარმატების გასაღები არა მხოლოდ თქვენი ძალისხმევაა, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების დახმარება და ხელშეწყობა.
კირჩხიბი: დღეს რამე ან ვინმე ძალიან დაგაინტერესებთ და გაგიტაცებთ. ეს შეიძლება იყოს ახალი ჰობი, რომანტიკული ნაცნობობა, ან სულაც თვითონ შეიძლება გახდეთ რამე პროექტის შთაგონების წყარო სხვებისთვის. მოგეძალებათ ცნობისმოყვარეობა და ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად მზად ხართ მთები გადადგათ. ვარსკვლავების გაფრთხილებენ, რომ თუ თქვენს ინტერესს არ გააღრმავებთ, ის შეიძლება მალე გაქრეს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2018
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება
ლომი: კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ გონებრივ სამუშაოსთან დაკავშირებულ საქმეებში. არცთუ ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ იდეების ცხოვრებაში ხორცშესხმას შეუდგეთ, მაგრამ მათუ მოფიქრების, დაგეგმვისა და გენერირებისთვის იდეალური დღეა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების კარგი შანსი აქვს. დაიმახსოვრებთ ყველა აზრი, იდეა – შესაძლოა, რომელიმე მართლაც გენიალური აღმოჩნდეს.
ქალწული: დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა, უბრალოდ, უკუნაჩვენებია. ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და რაც შეიძლება მეტ ადრენალინს მოითხოვს სისხლში. არავითარ შემთხვევაში არ მოთოკოთ თქვენი სწრაფვა მოძრაობისა და ურთიერთობებისკენ. თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფიტნესი, შოპინგი, ახალი ნაცნობობა, თუნდაც ექსტრემალურ სპორტში თავის მოსინჯვა და ფლირტი უცნობთან... რატომაც არა? მთავარია კონტროლი არ დაკარგოთ საკუთარ თავზე და სიტუაციაზე.
სასწორი: მოსალოდნელია უთანხმოებები გარშემომყოფებთან. საერთო ენის გამონახვა მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი კატეგორიულობა იქნება – არანაირი სურვილი არ გაქვთ, რომ კომპრომისზე წახვიდეთ. დღეს დიპლომატიურობა და მოთმინება გმართებთ. თუ კამათი რაღაც უაღრესად პრინციპულ საკითხს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ?
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
მორიელი: ვითარება დღეს, შესაძლოა, არჩევნის წინაშე დაგაყენოთ. მოგიწევთ გადაწყვეტა, რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც საქმეებს, ისე პირად ცხოვრებას, მათ შორის მომავალსა და სასიყვარულო ურთიერთობებს. მთავარი ისაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყველა სხვა ვარიანტი უნდა დაივიწყოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად აწონ–დაწონოთ ყველაფერი. წარმატებული არჩევნის წესი ამგვარია: გული მიგითითებთ, რა უნდა გააკეთოთ და გონება – რა არ უნდა გააკეთოთ.
მშვილდოსანი: თქვენი გული და გონება დღეს ჰარმნონიაში არ იქნება ერთმანეთთან. სურვილები ერთ მხარეს გიბიძგებენ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – სრულიად სხვა მიმართულებით. თუ ასეთი რამ მოხდა, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჩქარდეთ. დიდი ალბათობით, რაც არ უნდა აირჩიოთ, არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მოიწონოს. და თუ თავდაჯერებულად არ გრძნობთ თავს, ე.ი. სხვა ვარიანტები უნდა მოძებნოთ.
თხის რქა: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც ხალხმრავლობა და მხიარულებაა, სადაც შეიძლება ახალი ნაცნობობის გაბმა. ხართ ძალზე კომუნიკაბელური, ადვილად ურთიერთობთ ადამიანებთან. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რამე ღონისძიებას დაესწროთ, თუნდაც წახვიდეთ კაფეში ან სტუმრად. საუბრების დროს თავს მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩენთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მერწყული: საერთოდარ ხართ განწყობილი, რომ ყოველდღიური, რუტინული სამუშაო შეასრულოთ – თქვენს თავში შორეული მოგზაურობის სურათები იტრიალებს. ექსპერტები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ – დაგეგმოთ თქვენი შვებულება, დაათვალიეროთ ტურისტული მარშრუტები. ეს დაგეხმარებათ გასცდეთ სახლისა და თუ ოფისის კედლებს და ლამაზ ადგილებში იმოგზაუროთ, დაიმუხტოთ პოზიტიურად და ამავე დროს, ყოველდღიურ ყოფას შეეგუოთ.
თევზები: თავს ყველაზე კარგად სახლიდან შორს იგრძნობთ. არ ხართ განწყობილი, რომ სახლში წყნარად ისხდეთ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ცხოვრებაში მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, წახვიდეთ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ, მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები. არ წახვიდეთ სურვილის წინააღმდეგ. თუ შორს ვერ წახვალთ, გაისეირნეთ პარკში, გაიცანით ვინმე, იარშიყეთ – ეს თქვენს გრძნობებს გაამძაფრებს და დღეს გაგილამაზებთ.
ყველა ახალი ამბავი
0