https://sputnik-georgia.com/20221108/dris-astroprognpozi-zodiaqos-nisnebistvis-8-noemberi-271982669.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი - სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი - სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T00:15+0400
2022-11-08T00:15+0400
2022-11-08T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644389_0:113:3239:1935_1920x0_80_0_0_d1d860d454c7beb61dcddf1ba691edf3.jpg
დღეს 2022 წლის 8 ნოემბერია, სამშაბათი. სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.სავსემთვარეობის დღეს მთვარე მოწითალო-ნარინჯისფერი იქნება, ამიტომ მას სისხლიან მთვარეს უწოდებენ.ეს სავსემთვარეობა იღბლიანად მიიჩნევა, რადგან ადამიანებს ფინანსურ შესაძლებლობებს უხსნის. სწორედ ამ დროს ღირს გეგმების რეალიზაცია.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ნოემბერი>>მთვარე კუროს ნიშანში ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ადამიანებს მიანიჭებს ძალებს, თავდაჯერებულობას. ბევრს გაუჩნდება სტაბილურობის, შემოსავლების სხვა წყაროს მოძებნის სურვილი.ასევე ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში აქტიურობისთვის. ყველაფერი გამოგივათ, თუ მკაფიო გეგმას დაისახავთ და ნაბიჯებს წინასწარ გათვლით.ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მოგწონთ. სიტუაცია დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ ჰარმონია სამყაროსთან და საკუთარ თავთან. ექსპერტები არ გირჩევენ დიდი რაოდენობით ადამიანების გარემოცვაში ყოფნას – ასე თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ. დღეს ძალიან წაგადგებათ განმარტოება, ან იმ ადამიანთან ერთად ყოფნა, რომელიც გიყვართ.კურო: ვარსკვლავები ფარული ენერგიის მარაგით აგავსებენ, მაგრამ ეს ენერგია მხოლოდ აუცილებელი და სწრაფი მოქმედებების რეჟიმში გამოთავისუფლდება. თუ საჭირო არ გახდება რამე ზეამოცანების შესრულება, მაშინ შეიძლება აპათია და სიზარმაცე მოგეძალოთ. და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, იმაზე მეტს შეძლებთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში შეგიძლიათ.ტყუპი: დღეს თქვენს ცხოვრებაში ბევრი შემთხვევითობა შეიძლება მოხდეს და ამასთან, ისეთებიც, რომლებიც მაინდამაინც არ მოგეწონებათ. გაუგებრობები რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ღრუბლებიდან დაეშვათ და ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაამახვილოთ ყურადღება. თუ ორგანიზებული იქნებით, არასასურველ სიურპრიზებს თავიდან აიცილებთ.კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაიძიროთ. ამისთვის საკმარისია, მაგალითად, წიგნი წაიკითხოთ ან ფილმი ნახოთ. დანარჩენს თქვენი კაშკაშა წარმოსახვა გააკეთებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ ყოველდღიური საქმიანობისგან და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ. ამასთან, დღეს კონკრეტული ამოცანების შესრულების სურვილი არც გაქვთ.ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეეჭიდოთ საქმეს, რომელშიც სხვების იმედი უნდა გქონდეთ – ნებსით თუ უნებლიეთ ირგვლივ მყოფებმა შეიძლება დაგაღალატონ. ეს ნებისმიერ ამოცანასა თუ საკითხს ეხება, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი სფერო. დღემ რომ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაიაროს, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს. პროექტები, რომლებიც სხვების მონაწილეობას ითვალისწინებს, გადადეთ.ქალწული: არის რისკი, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ, პირველ რიგში, შორეული ნაცნობებისა და კოლეგების მხრიდან, მაგრამ არაა გამორიცხული, კრიტიკის მოსმენა საყვარელი ადამიანის ან საუკეთესო მეგობრებისგანაც. შესაძლოა, ვინმეს არ მოეწონოს თქვენი ნათქვამი, გარეგნობა ან მუშაობის ხარისხი. ამას მედგრად დაუხვდებით და თქვენი გამნაწყენებელი საკადრის პასუხს მიიღებს.სასწორი: შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ გარშემომყოფებს თქვენი ლიდერის თვისებები და გამარჯვების განწყობა აჩვენოთ. ამასთან, რაც უფრო მეტი სირთულე იქნება თქვენ გზაზე, მით უკეთესი – უფრო მოგეძალებათ საბრძოლო ჟინი და მეტოქეებსა და დაბრკოლებებს გზიდან ჩამოიტოვებთ. არ დაწვრილმანდეთ და შეეჭიდეთ იმ საქმეებს, რომლებშიც ყველაზე დიდ პოტენციალს ხედავთ.მორიელი: დღეს მერყეობა გახასიათებთ. ასეთი განწყობის გამო გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება ძალზე მარტივ საკითხებშიც კი. თუ ვითარებამ თქვენგან ქმედითი რეაგირება მოითხოვა, არის რისკი, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, დღეს ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო უკეთესი იქნება, თუ საერთოდ მოერიდებით საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმას.მშვილდოსანი: შესაძლოა, რაღაც გეგმებზე უარის თქმა მოგიწიოთ. ეს შეიძლება ნებისმიერ რამეს ეხებოდეს. თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ. რაც დღეს ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს წუწუნია თქვენს პრობლემებზე გარშემომყოფებთან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტს თქვენი პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს, ხოლო დანარჩენს შეიძლება გაუხარდეს კიდეც.თხის რქა: დღეს აღსავსე ხართ შინაგანი წონასწორობით და გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ. ამის წყალობით დიდ მზრუნველობას გამოიჩენთ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, მისცემთ მათ რჩევებს, დაეხმარებით საქმეში. ასეთი დამოკიდებულება თქვენი მხრიდან უპასუხო არ დარჩება – გარშემომყოფების მადლიერება აგამაღლებთ როგორც სხვის, ისე საკუთარ თვალში.მერწყული: დღეს შეიძლება გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები ფარულად თუ ცხადად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. მეგობრები, კოლეგები და საყვარელი ადამიანიც კი ხელიდან არ გაუშვებენ შანსს, რომ რამე გიბრძანონ, თუნდაც საუკეთესო ზრახვებიდან გამომდინარე. თუ ასეთი მდგომარეობა არ მოგწონთ, მაშინ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ, უთხრათ „არა“ ირგვლივ მყოფებს და კისერზე არავინ შემოისვათ.თევზები: დღეს ბობოქარი საქმიანობისთვის ხართ განწყობილი, მაგრამ ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ, თავი უნდა შეიკავოთ. არის რისკი, რომ რაღაც შეგეშალოთ. უფრო მეტიც, უყურადღებობის გამო შეცდომა შეიძლება იმ საკითხშიც დაუშვათ, რომელიც საუკეთესოდ იცით და თვალდახუჭულს შეგიძლიათ გააკეთოთ. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმ–აუტი აიღოთ და დაისვენოთ, საქმეები კი მოიცდის.
https://sputnik-georgia.com/20221106/zodiaqos-nisnebi-berznuli-mitologia-271951659.html
https://sputnik-georgia.com/20180916/zodiacos-niSnebi-romelTac-am-samyaroSi-cvlilebebi-da-sibrZne-SemoaqvT-242097005.html
https://sputnik-georgia.com/20180914/zodiaqos-niSnebi-romlebsac-am-samyaroSi-harmonia-da-wonasowroba-SemoaqvT-242094909.html
https://sputnik-georgia.com/20220420/profesia-coli-reitingi-zodiaqos-mixedvit-266111737.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644389_254:0:2985:2048_1920x0_80_0_0_1877398011ae425c84cd41b2672447e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი - სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 8 ნოემბერია, სამშაბათი. სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
სავსემთვარეობის დღეს მთვარე მოწითალო-ნარინჯისფერი იქნება, ამიტომ მას სისხლიან მთვარეს უწოდებენ.
ეს სავსემთვარეობა იღბლიანად მიიჩნევა, რადგან ადამიანებს ფინანსურ შესაძლებლობებს უხსნის. სწორედ ამ დროს ღირს გეგმების რეალიზაცია.
მთვარე კუროს ნიშანში ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ადამიანებს მიანიჭებს ძალებს, თავდაჯერებულობას. ბევრს გაუჩნდება სტაბილურობის, შემოსავლების სხვა წყაროს მოძებნის სურვილი.
ასევე ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში აქტიურობისთვის. ყველაფერი გამოგივათ, თუ მკაფიო გეგმას დაისახავთ და ნაბიჯებს წინასწარ გათვლით.
ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მოგწონთ. სიტუაცია დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ ჰარმონია სამყაროსთან და საკუთარ თავთან. ექსპერტები არ გირჩევენ დიდი რაოდენობით ადამიანების გარემოცვაში ყოფნას – ასე თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ. დღეს ძალიან წაგადგებათ განმარტოება, ან იმ ადამიანთან ერთად ყოფნა, რომელიც გიყვართ.
კურო: ვარსკვლავები ფარული ენერგიის მარაგით აგავსებენ, მაგრამ ეს ენერგია მხოლოდ აუცილებელი და სწრაფი მოქმედებების რეჟიმში გამოთავისუფლდება. თუ საჭირო არ გახდება რამე ზეამოცანების შესრულება, მაშინ შეიძლება აპათია და სიზარმაცე მოგეძალოთ. და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, იმაზე მეტს შეძლებთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში შეგიძლიათ.
ტყუპი: დღეს თქვენს ცხოვრებაში ბევრი შემთხვევითობა შეიძლება მოხდეს და ამასთან, ისეთებიც, რომლებიც მაინდამაინც არ მოგეწონებათ. გაუგებრობები რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ღრუბლებიდან დაეშვათ და ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაამახვილოთ ყურადღება. თუ ორგანიზებული იქნებით, არასასურველ სიურპრიზებს თავიდან აიცილებთ.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაიძიროთ. ამისთვის საკმარისია, მაგალითად, წიგნი წაიკითხოთ ან ფილმი ნახოთ. დანარჩენს თქვენი კაშკაშა წარმოსახვა გააკეთებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ ყოველდღიური საქმიანობისგან და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ. ამასთან, დღეს კონკრეტული ამოცანების შესრულების სურვილი არც გაქვთ.
16 სექტემბერი 2018, 12:20
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეეჭიდოთ საქმეს, რომელშიც სხვების იმედი უნდა გქონდეთ – ნებსით თუ უნებლიეთ ირგვლივ მყოფებმა შეიძლება დაგაღალატონ. ეს ნებისმიერ ამოცანასა თუ საკითხს ეხება, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი სფერო. დღემ რომ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაიაროს, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს. პროექტები, რომლებიც სხვების მონაწილეობას ითვალისწინებს, გადადეთ.
ქალწული: არის რისკი, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ, პირველ რიგში, შორეული ნაცნობებისა და კოლეგების მხრიდან, მაგრამ არაა გამორიცხული, კრიტიკის მოსმენა საყვარელი ადამიანის ან საუკეთესო მეგობრებისგანაც. შესაძლოა, ვინმეს არ მოეწონოს თქვენი ნათქვამი, გარეგნობა ან მუშაობის ხარისხი. ამას მედგრად დაუხვდებით და თქვენი გამნაწყენებელი საკადრის პასუხს მიიღებს.
სასწორი: შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ გარშემომყოფებს თქვენი ლიდერის თვისებები და გამარჯვების განწყობა აჩვენოთ. ამასთან, რაც უფრო მეტი სირთულე იქნება თქვენ გზაზე, მით უკეთესი – უფრო მოგეძალებათ საბრძოლო ჟინი და მეტოქეებსა და დაბრკოლებებს გზიდან ჩამოიტოვებთ. არ დაწვრილმანდეთ და შეეჭიდეთ იმ საქმეებს, რომლებშიც ყველაზე დიდ პოტენციალს ხედავთ.
14 სექტემბერი 2018, 12:00
მორიელი: დღეს მერყეობა გახასიათებთ. ასეთი განწყობის გამო გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება ძალზე მარტივ საკითხებშიც კი. თუ ვითარებამ თქვენგან ქმედითი რეაგირება მოითხოვა, არის რისკი, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, დღეს ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო უკეთესი იქნება, თუ საერთოდ მოერიდებით საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმას.
მშვილდოსანი: შესაძლოა, რაღაც გეგმებზე უარის თქმა მოგიწიოთ. ეს შეიძლება ნებისმიერ რამეს ეხებოდეს. თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ. რაც დღეს ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს წუწუნია თქვენს პრობლემებზე გარშემომყოფებთან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტს თქვენი პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს, ხოლო დანარჩენს შეიძლება გაუხარდეს კიდეც.
თხის რქა: დღეს აღსავსე ხართ შინაგანი წონასწორობით და გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ. ამის წყალობით დიდ მზრუნველობას გამოიჩენთ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, მისცემთ მათ რჩევებს, დაეხმარებით საქმეში. ასეთი დამოკიდებულება თქვენი მხრიდან უპასუხო არ დარჩება – გარშემომყოფების მადლიერება აგამაღლებთ როგორც სხვის, ისე საკუთარ თვალში.
მერწყული: დღეს შეიძლება გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები ფარულად თუ ცხადად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. მეგობრები, კოლეგები და საყვარელი ადამიანიც კი ხელიდან არ გაუშვებენ შანსს, რომ რამე გიბრძანონ, თუნდაც საუკეთესო ზრახვებიდან გამომდინარე. თუ ასეთი მდგომარეობა არ მოგწონთ, მაშინ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ, უთხრათ „არა“ ირგვლივ მყოფებს და კისერზე არავინ შემოისვათ.
თევზები: დღეს ბობოქარი საქმიანობისთვის ხართ განწყობილი, მაგრამ ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ, თავი უნდა შეიკავოთ. არის რისკი, რომ რაღაც შეგეშალოთ. უფრო მეტიც, უყურადღებობის გამო შეცდომა შეიძლება იმ საკითხშიც დაუშვათ, რომელიც საუკეთესოდ იცით და თვალდახუჭულს შეგიძლიათ გააკეთოთ. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმ–აუტი აიღოთ და დაისვენოთ, საქმეები კი მოიცდის.