დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ნოემბერი

CC BY-SA 2.0 / Nicolas Torquet / Soleil et nuagesღრუბლიანი ცა
ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 ნოემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. შესაძლოა, ზოგიერთი გადაწყვეტილება საუკეთესო არ იყოს შესაძლებელი ვარიანტებიდან, მაგრამ აუცილებლად იქნება მისაღები და ოპტიმალური. ადამიანები ენერგიული და აქტიური იქნებიან. ნაკლებია დაავადების ალბათობა, მაგრამ არის ტრავმების მიღების რისკი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მშრალი ფაქტები და ციფრებია, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად რთულია, თქვენთვის მისი გაკეთება წარმოუდგენელია. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არ ენდოთ ინტუიციას, სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოგივათ ყველაფერი, რაც ზუსტ გათვლებსა და ფაქტების ანალიზს მოითხოვს. მიუძღვენით ეს დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვას, ფინანსებს, მოაწესრიგეთ ანგარიშები და შეიძლება გამდიდრების გენიალური გეგმაც მოგივიდეთ თავში.
პართენონი ათენში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
კურო: ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო შეიძლება საქმეებს ავნოთ. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ უარს ეუბნებით გარშემომყოფებს დახმარებაზე და იგნორირებას უკეთებთ რჩევებს, გგონიათ, რომ თქვენ უკეთ იცით, რას აკეთებთ, ვიდრე სხვებმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა და თქვენ ხართ მართალი. თქვენი გამოცდილება და უნარები შეიძლება არ ეყოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტას. ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, როცა დარწმუნებული ხართ, რომ არ შეგეშლებათ.
ტყუპი: დღეს ძალაგამოცილი იქნებით და შეიძლება სულ მარტივი საქმის გაკეთებაც ვერ შეძლოთ. სწორედ ამიტომ გადადებთ ყველა იმ საქმეს, რომლის გადადებაც შეიძლება. თუ რომელიმე საკითხი თქვენს აქტიურ ჩარევას საჭიროებს, შეიძლება ამ საქმეში დიდი ქაოსი შეიტანოთ. ამის მიზეზი თქვენი არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ სულიერი განწყობაცაა. საკმარისია ცოტა გამოფხიზლდეთ და განწყობა გაიუმჯობესოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ წინაშე კარგი შესაძლებლობები გაჩნდება.
კირჩხიბი: კაშკაშა ემოციების დღე გელოდებათ. ცოცხალი წარმოსახვის წყალობით შეგიძლიათ თავი გამოიჩინოთ შემოქმედებით სარბიელზე. მთავარი, რასაც დღეს ვარსკვლავები გპირდებიან, ეს სპონტანური გრძნობებია, ვნებათა მთელი სპექტრი, ცისარტყელას ყველა ფერი. ამგვარი განცდები თქვენს გულს უფრო ძალუმად ააძგერებს და მრავალ სასიამოვნო ემოციას გამოგაცდევინებთ.
კაზინოში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული
ლომი: გაქვთ შანსი, რომ რომელიღაც საკითხში გაიმარჯვოთ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, წარმატება სიყვარულში, კამათში მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს შანსი და განამტკიცოთ არა მხოლოდ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც წაიწიოთ, კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. დღევანდელი დღე იდეალურია იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა დაისახოთ და სასურველს მიაღწიოთ.
ქალწული: დღეს კარგი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, მაგრამ ისინი რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად მოქმედება და ფიქრი დაგჭირდებათ. დიდი ალბათობით, ვითარება თქვენგან მოხერხებულ და არასტანდარტულ მოქმედებებს მოითხოვს და ამისთვის ყველა თვისება გაგაჩნიათ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული ნაპერწკალი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გარშემომყოფების სიმპათიის მოპოვებაში და ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებაში.
სასწორი: ეს ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ ცხოვრებაში ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი განახორციელოთ. ვარსკვლავები წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. სამუშაო იქნება თუ სიყვარულის ან სხვა რომელიმე სფერო, თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ, არ ინანებთ. დროთა განმავლობაში თქვენი გეგმები განხორციელდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ ნუ „დაწვრილმანდებით“ და ყოველდღიურ საზრუნავზე ნუ დაკარგავთ დროს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მორიელი: დღეს რომელიმე საკითხში შეიძლება არჩევნის წინაშე მოგიწიოთ დადგომა. შესაძლოა, ეს საკითხი არ მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ არ აჰყვეთ წამიერ ემოციას, სხვების რჩევებს და ნუ იქნებით გამართლების იმედზე. საკითხს დაფიქრებით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და ასეთ შემთხვევაში სანანებელი არფერი არ გაგიხდებათ.
მშვილდოსანი: დღეს უკომპრომისო განწყობა გაქვთ – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს ცხადად დაინახავთ და მისკენ ისწრაფვით, ამით გაიზრდება თქვენი მოთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. არცაა გასაკვირი, თუ უკმაყოფილო იქნებით და ყველას და ყველაფერს გააკრიტიკებთ. თქვენი აზრით, საქმის წინ წაწევა გინდათ, გარშემომყოფების აზრით კი მათ ექსპლუატაციას ეწევით. ასეთი განწყობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ურთიერთობების დაზიანების ხარჯზე.
თხის რქა: დღეს დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობთ თავს. არ გაღელვებთ გარშემომყოფების მოსაზრება, დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება ჩხუბის მიზეზი გახდეს. თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობა სურს, საკმარისია მხოლოდ რჩევა გკითხოთ – სიამოვნებით შეასრულებთ ბრძენი მრჩევლის როლს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
მერწყული: თქვენი ენერგიულობა დღეს ბევრს შეშურდება – ხართ აქტიური, შრომისუნარიანი, თავდაჯერებული. არაა გასაკვირი, რომ შემართებით შეეჭიდებით ყველაზე რთულ საქმეებს – ძველსა თუ ახალ პროექტებს, მწვავე საკითხების გადაჭრას. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია ეცადოთ, რომ ძალიან არ გააღიზიანოთ ირგვლივ მყოფები ზედმეტი თავდაჯერებულობით.
თევზები: მოულოდნელი პრობლემები გელოდებათ, მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ გექნებათ დიდი ძალა და ენერგია, რომ ამას შეებრძოლოთ. გაქვთ ნებისყოფა, ხართ კომუნიკაბელური, გაქვთ სხვების დარწმუნების უნარი. ამ ყველაფრის წყალობით შეძლებთ ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასიკეთოდ შემობრუნებას. ნებისმიერი ვითარების უკან ხომ ადამიანები დგანან, და თქვენ შეძლებთ მათთან შეთანხმებას.
ყველა ახალი ამბავი
0