საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა: ვადები

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა Sanofi Pasteur-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეისყიდა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის 15 ნოემბრამდე უფასო იქნება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში
საქართველოში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა Sanofi Pasteur-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის, ნათქვამია განცხადებაში.

ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს.
როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსის პიკს საქართველოში?>>
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნავენ ექსპერტები.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0