რამდენი დევნილი ოჯახი ელოდება ბინას საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
უახლოეს 3 წელიწადში ბინებით 13 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაკმაყოფილდება.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას 44 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი ელოდება, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატის კითხვის პასუხად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით, საცხოვრებლის მიღების რიგშია 44.228 დევნილი ოჯახი. სამინისტრო აცხადებს, რომ უახლოეს 3 წელიწადში 13 ათასი ოჯახი მიიღებს ფართს ახლადაშენებულ კორპუსებში, კიდევ 6 ათასი კი შეძლებს ისარგებლოს პროგრამით „სახლი სოფლად“.
დღეისათვის საქართველოს მთავრობა ამზადებს გეგმას ფართომასშტაბიანი მშენებლობის განსახორციელებლად, რათა 7 ათასი ოჯახი დააკმაყოფილოს ახალი საცხოვრებლით. სახლები აშენდება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში. პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახები.
როდის გამოცხადდება ტენდერი დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობაზე>>>
ბინის ან სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მიანიჭებს მათ ქულებს 0-დან 10-მდე, მატერიალური მდგომარეობისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროების მიხედვით. შემდეგ კომისია ადგილზე პირადად შეისწავლის თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0