https://sputnik-georgia.com/20221107/ministri-ra-uwyobs-xels-saqartvelos-ekonomikis-zrdas-272003572.html
რა უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას: მინისტრის განმარტება
რა უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკის ზრდის რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრანტების ზრდასთან დაკავშირება არასწორია, მიაჩნია ლაშა ხუციშვილს. 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T20:44+0400
2022-11-07T20:44+0400
2022-11-07T21:30+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652152_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4e3786cc196b15d7587cb26b2fb570cd.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი და არა მხოლოდ მიგრანტების ეფექტი მოთხოვნის ზრდის ნაწილში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ამის შესახებ ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა საქართველოს მშპ-ის ზრდის დადებით სტატისტიკაზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მიგრანტების რიცხვის ზრდის გავლენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას გარკვეულწილად ყველა ფაქტორი ახდენს: ექსპორტის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების, საერთო მოთხოვნილების ზრდა. საქართველოში ყველა ეკონომიკური პარამეტრი უმჯობესდება: ფინანსთა სამინისტრო>>„მაგალითად, ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ტურიზმის აღდგენა, სადაც წელს, ფაქტობრივად, 100%-იანი აღდგენა გვაქვს. ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა არის არა მხოლოდ რუსეთიდან და ბელარუსიდან, არამედ პრაქტიკულად ძალიან ბევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა. ეკონომიკის ზრდაზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის მინისტრმა ასევე ექსპორტის მონაცემები დაასახელა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ექსპორტი დაგეგმილთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და ეს ზრდა 37%-ზე მეტს შედგენს. საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება - ახალი სტატისტიკა>>საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის სექტემბერში მშპ-ის რეალური ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ს შეადგენდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ცხრა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,2%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652152_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_a3d5424769fab6a8710954c90d7e666c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
რა უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას: მინისტრის განმარტება
20:44 07.11.2022 (განახლებულია: 21:30 07.11.2022) საქართველოში ეკონომიკის ზრდის რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრანტების ზრდასთან დაკავშირება არასწორია, მიაჩნია ლაშა ხუციშვილს.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი და არა მხოლოდ მიგრანტების ეფექტი მოთხოვნის ზრდის ნაწილში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ამის შესახებ ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა საქართველოს მშპ-ის ზრდის დადებით სტატისტიკაზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მიგრანტების რიცხვის ზრდის გავლენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და მაღალი ეკონომიკური აქტივობის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, რბილად რომ ვთქვათ, არის შეცდომა... ძალიან ბევრი სხვა ფაქტორია, რაც საქართველოში მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და რომელიც კავშირში არანაირად არ არის მიგრაციასთან“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას გარკვეულწილად ყველა ფაქტორი ახდენს: ექსპორტის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების, საერთო მოთხოვნილების ზრდა.
„მაგალითად, ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ტურიზმის აღდგენა, სადაც წელს, ფაქტობრივად, 100%-იანი აღდგენა გვაქვს. ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა არის არა მხოლოდ რუსეთიდან და ბელარუსიდან, არამედ პრაქტიკულად ძალიან ბევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკის ზრდაზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის მინისტრმა ასევე ექსპორტის მონაცემები დაასახელა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ექსპორტი დაგეგმილთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და ეს ზრდა 37%-ზე მეტს შედგენს.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის სექტემბერში მშპ-ის რეალური ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ს შეადგენდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ცხრა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,2%-ს შეადგენს.