საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება - ახალი სტატისტიკა

© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაკვები დანამატების, ვიტამინების მწარმოებელი საწარმო
საკვები დანამატების, ვიტამინების მწარმოებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
კლების ტენდენცია სექტემბერში შეინიშნებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – მშპ-ის ზრდამ 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, 8,8% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2022 წლის პირველი ცხრა თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,2% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, შარშან საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, გადამამუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.
პრემიერი: საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს>>
კლების ტენდენცია სექტემბერში დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში.
რა და რამდენით გაიზარდა
იანვარი–სექტემბერში ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 37% შეადგინა, ხოლო იმპორტის – 34%. სექტემბერში ქვეყანაში 7,1 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71,3%-ით მეტი.
დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 19,5%-ით გაიზარდა და 11,6 მლრდ ლარი შეადგინა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან.
თოდრაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, გაიზარდა მგზავრთნაკადი, ხოლო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.
საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებულია მომსახურების მოცულობის ზრდასთან საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სექტორში, ასევე პროგრამული პროდუქტების შემუშავებაში.
საქართველოს მთავრობა: ეკონომიკის ზრდა ხელს შეუწყობს სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას>>
სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით.
„საქსტატმა“ ასევე გამოაქვეყნა ახალი მონაცემები ცხრა თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ, ასევე ამ პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ.
თოდრაძის თქმით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა გაიზარდა 9%-ით, ხოლო ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა – დაახლოებით 8%-ით.
გარდა ამისა, სამშენებლო მასალების იმპორტი 8,2%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია გასულ წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის 2,5-ჯერ გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში 560 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.
Made in Georgia: რას და სად ყიდის საქართველო>>
ზრდა გადამამუშავებელ მრეწველობაში ძირითადად უკავშირდება მეტალურგიულ მრეწველობას, თუმცა ასევე გაიზარდა სასმელების წარმოებისა და ქიმიური მრეწველობის სექტორების მოცულობა.
თოდრაძის განცხადებით, სექტემბერში ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის ტემპი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, ძირითადად, აშშ-ის მიმართულებით. გარდა ამისა, 93%-ით გაიზარდა ნატურალური ღვინის ექსპორტი.
ზრდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ძირითადად უკავშირდება ფერადი ლითონების მადნების მოპოვებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0