https://sputnik-georgia.com/20221102/saqartveloshi-kvela-ekonomikuri-parametri-umjobesdeba-271877419.html
საქართველოში ყველა ეკონომიკური პარამეტრი უმჯობესდება: ფინანსთა სამინისტრო
საქართველოში ყველა ეკონომიკური პარამეტრი უმჯობესდება: ფინანსთა სამინისტრო
Sputnik საქართველო
მიხეილ დუნდუას თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T18:58+0400
2022-11-02T18:58+0400
2022-11-02T22:08+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041900_0:102:3283:1948_1920x0_80_0_0_84a160ec8d25ac7612f936f79402c3d5.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სწორი რეფორმების პირობებში საქართველო 2030 წელს შეიძლება მაღალი შემოსავლის ქვეყანა გახდეს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს და მინიმუმ 10,5 ათას დოლარს შეადგენს, 2030 წლისთვის კი ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავა.მისი თქმით, საქართველოში უმჯობესდება ყველა ეკონომიკური პარამეტრი – ექსპორტის მაჩვენებლები და ტურიზმიდან შემოსავალი მაღალია.დუნდუას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – მშპ-ის ზრდამ 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%, ხოლო ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა ცხრა თვეში 10,2% შეადგინა.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, გადამამუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა. წინასწარი მონაცემებით, შარშან საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041900_275:0:3006:2048_1920x0_80_0_0_7c7f63d7b3bf2187cae8558cadd4bb32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ყველა ეკონომიკური პარამეტრი უმჯობესდება: ფინანსთა სამინისტრო
18:58 02.11.2022 (განახლებულია: 22:08 02.11.2022) მიხეილ დუნდუას თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სწორი რეფორმების პირობებში საქართველო 2030 წელს შეიძლება მაღალი შემოსავლის ქვეყანა გახდეს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს და მინიმუმ 10,5 ათას დოლარს შეადგენს, 2030 წლისთვის კი ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავა.
„მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესისა და კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე, მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით საქართველო შეძლებს 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს“, – განაცხადა დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში უმჯობესდება ყველა ეკონომიკური პარამეტრი – ექსპორტის მაჩვენებლები და ტურიზმიდან შემოსავალი მაღალია.
დუნდუას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – მშპ-ის ზრდამ 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%, ხოლო ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა ცხრა თვეში 10,2% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, გადამამუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა. წინასწარი მონაცემებით, შარშან საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.