თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რიგი ქუჩებისა და ხიდების სახელების გადარქმევის გადაწყვეტილება მიიღო
საკრებულოს დადგენილების თანახმად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას კი ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა.
სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილებით, მომღერლისა და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს დაერქვა.
ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას - კომპოზიტორის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა.
თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა>>>
მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხსა და ერთ შესახვევს რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელი დაერქვა.
ისნის რაიონში არსებულ კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს.
მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მომღერლის ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის №220 საჯარო სკოლა კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0