„ქართული ჩაის“ აღორძინების პროგრამაში ცვლილებები შევიდა

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიჩაის კრეფა
ჩაის კრეფა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილეები სახელმწიფოსგან 70%–იან თანადაფინანსებას მიიღებენ, მაგრამ პლანტაციის აღდგენაზე 2,5 ათას ლარზე მეტს არა ერთ ჰექტარზე.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ჩაის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა – სარეაბილიტაციო ფართობის მოცულობა 5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნახევარ ფასში შეისყიდონ ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკა, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
ჩაის წარმოებას საქართველოში მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ამიტომ დარგის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ქვეყანაში პროექტი „ქართული ჩაი“ სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2016 წლიდან ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს თანადაფინანსებას ქვეყანაში უკვე არსებული ჩაის პლანტაციების აღდგენის სამუშაოებში. აღდგენაში იგულისმება პლანტაციების გაწმენდა ხეებისა და ნაგებობებისგან, სადრენაჟო არხის მოწყობა და პირველ წელს სასუქის შესყიდვა.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა „ქართული ჩაია“ მონაწილეს დაუფინანსდება ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2,5 ათასი ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით.
ქართული ჩაი: ისტორია და რეალობა>>
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 ათასი ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით.
პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია ან/და მის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3ჰა და მაქსიმუმ 300 ჰა.
საქართველოში ჩაის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა>>
„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში შესული ცვლილებებით მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად კი თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0