https://sputnik-georgia.com/20220605/saqartvelosi-cais-mwarmoeblebs-tanamedrove-teqnika-gadaeca-267158443.html
საქართველოში ჩაის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა
საქართველოში ჩაის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა
Sputnik საქართველო
ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა სულ 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
2022-06-05T20:06+0400
2022-06-05T20:06+0400
2022-06-05T20:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23419/29/234192936_0:199:927:720_1920x0_80_0_0_8f0fc7ebf23dc18c7001c5f1e0a7f611.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილე ექვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა გადაეცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.თავის მხრივ, ზვიად შალამბერიძემ განცხადა, ჩაის წარმოება იმერეთის რეგიონისთვის ტრადიციულია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „ყველა იმ კოოპერატივისთვის და ფერმერისთვის, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და შექმნას დოვლათი“.სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 643.000 ლარია. აქედან, სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 329.460 ლარს. პროექტის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო ღირებულების დანადგარები ამ დრომდე სულ 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ რეაბილიტირებული ფართობი 1.670 ჰექტარს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23419/29/234192936_143:246:775:720_1920x0_80_0_0_52cbb59aa43e004f54ce4844321d4a59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო იმერეთი ჩაი პლანტაცია მწარმოებლები ტექნიკა სამინისტრო
საქართველო იმერეთი ჩაი პლანტაცია მწარმოებლები ტექნიკა სამინისტრო
საქართველოში ჩაის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა
20:06 05.06.2022 (განახლებულია: 20:07 05.06.2022) ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა სულ 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილე ექვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა გადაეცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
„დანადგარების მეშვეობით კოოპერატივები შეძლებენ საკუთარ ფართობში მოყვანილი მაღალხარისხიანი ჩაის გადამუშავებას. რითაც, ერთი მხრივ, გააიაფებენ თვითღირებულებას, მეორე მხრივ, შეძლებენ მოემსახურონ კოოპერატივის ირგვლივ არსებულ პლანტაციებს, რომ შეძლონ ერთგვაროვანი, მაღალხარისხიანი, პრემიუმ კლასის ჩაით უზრუნველყონ როგორც საქართველოს ბაზარი, ისე განახორციელონ ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა ხანიშვილმა.
თავის მხრივ, ზვიად შალამბერიძემ განცხადა, ჩაის წარმოება იმერეთის რეგიონისთვის ტრადიციულია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „ყველა იმ კოოპერატივისთვის და ფერმერისთვის, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და შექმნას დოვლათი“.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 643.000 ლარია. აქედან, სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 329.460 ლარს. პროექტის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო ღირებულების დანადგარები ამ დრომდე სულ 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ რეაბილიტირებული ფართობი 1.670 ჰექტარს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.