https://sputnik-georgia.com/20221103/mdinaraze-opoziciaze-271906487.html
„ერთმანეთს ჭამენ“ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
„ერთმანეთს ჭამენ“ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
Sputnik საქართველო
რადიკალური ოპოზიციის ნიშა ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება გახდა ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აცხადებს დეპუტატი. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T20:34+0400
2022-11-03T20:34+0400
2022-11-03T22:12+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832496_0:0:1852:1043_1920x0_80_0_0_376a37ca1774ba3364ca8e7edd48a93b.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ოპოზიციაში მიდის ბრძოლა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.სამი არცთუ დიდი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სამივე პარტია სხვადასხვა დროს დააარსეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.მისი თქმით, სინამდვილეში მათი ნიშა გახდა ისეთი მოქმედებები, რომლებიც აზიანებს ქვეყანასა და სახელმწიფოს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.„ამ დროს სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, პარტიისთვის და, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. თუმცა ისინი, სამწუხაროდ, ამას არ უფრთხილდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.„ცუდი გამოცდილება გვაქვს" - ოპოზიციონერი საქართველოში ერთიანი პლატფორმის შექმნაზე>>პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ შექმნის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. თავის პოტენციურ პარტნიორებად მან დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში გამოთქვეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.თუმცა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.სატყუარა თუ მასკარადი - პოლიტიკოსების რეაქცია საქართველოში პრაიმერიზის ჩატარების იდეაზე>>მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832496_172:0:1729:1168_1920x0_80_0_0_324ab3cddf8f68ebd292f8bb22160a03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
„ერთმანეთს ჭამენ“ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
20:34 03.11.2022 (განახლებულია: 22:12 03.11.2022) რადიკალური ოპოზიციის ნიშა ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება გახდა ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აცხადებს დეპუტატი.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ოპოზიციაში მიდის ბრძოლა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
სამი არცთუ დიდი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სამივე პარტია სხვადასხვა დროს დააარსეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.
„ეს კინო ქართულ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს. ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნიდან როგორ იშლება და როგორ ჭამენ ერთმანეთს. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სინამდვილეში მათი ნიშა გახდა ისეთი მოქმედებები, რომლებიც აზიანებს ქვეყანასა და სახელმწიფოს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„ამ დროს სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, პარტიისთვის და, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. თუმცა ისინი, სამწუხაროდ, ამას არ უფრთხილდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ შექმნის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. თავის პოტენციურ პარტნიორებად მან დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში გამოთქვეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
თუმცა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.