https://sputnik-georgia.com/20221102/satyuara-tu-maskaradi-praimerizze-politikosebi-271876808.html
სატყუარა თუ მასკარადი - პოლიტიკოსების რეაქცია საქართველოში პრაიმერიზის ჩატარების იდეაზე
სატყუარა თუ მასკარადი - პოლიტიკოსების რეაქცია საქართველოში პრაიმერიზის ჩატარების იდეაზე
Sputnik საქართველო
იდეის მიხედვით, პრაიმერიზში ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T21:36+0400
2022-11-02T21:36+0400
2022-11-02T22:40+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402738_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_f8add110c45c03048bb7872eba7bb249.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. პრაიმერიზის ჩატარების იდეა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატის არჩევას ითვალისწინებს, ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა.იდეის თანახმად, პრაიმერიზში ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას და სწორედ ისინი დაასახელებენ კანდიდატს მთავრობის მეთაურის პოსტზე. იდეას მხარს უჭერენ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.ამასთან, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას ეჭვი ეპარება, რომ პრაიმერიზის ჩატარება საერთო მიზანს ემსახურება.„თუ ვინმეს დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც უცხო ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს მარტივი მიზეზის გამო, და ამ მიზეზებს ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?" – განაცხადა მელიამ.დეპუტატმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის" ანა ბუჩუკურმა პრაიმერიზის ინიციატივას მასკარადის მოწყობის მცდელობა უწოდა.„ის (ვაშაძე) გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, არის „ქართული ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში, ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია", – აღნიშნა ბუჩუკურმა.ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა>>დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა დაიჯეროს პრაიმერიზის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფართო დეპატები და დისკუსიები იქნება.„თუ ეს დებატები არ იქნება, არანაირი ღირებულება არ აქვს ასეთ პრაიმერიზს, იქნება რაღაც ბელადების რაღაც თამაში", – აღნიშნა რაქვიაშვილმა.პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრაიმერიზის წინადადება ოპოზიციის ახალი სატყუარაა ხალხისთვის.„ცუდი გამოცდილება გვაქვს" - ოპოზიციონერი საქართველოში ერთიანი პლატფორმის შექმნაზე>>„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს. კარგად ხვდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ სამომავლო გეგმა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არიან. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი", – განაცხადა თალაკვაძემ.ამასთან, პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პრაიმერიზის ჩატარება ოპოზიციას პოლიტიკურ ქულებს არ შემატებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402738_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_7297a8e69d1d00859569a87078f5abb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
სატყუარა თუ მასკარადი - პოლიტიკოსების რეაქცია საქართველოში პრაიმერიზის ჩატარების იდეაზე
21:36 02.11.2022 (განახლებულია: 22:40 02.11.2022) იდეის მიხედვით, პრაიმერიზში ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. პრაიმერიზის ჩატარების იდეა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატის არჩევას ითვალისწინებს, ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა.
იდეის თანახმად, პრაიმერიზში ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას და სწორედ ისინი დაასახელებენ კანდიდატს მთავრობის მეთაურის პოსტზე. იდეას მხარს უჭერენ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„ეს იდეა არ არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივა, ეს არის პარტიების გარეთ წამოწყებული ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად დადებითად ვაფასებთ. ასევე დადებითად აფასებენ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას ეჭვი ეპარება, რომ პრაიმერიზის ჩატარება საერთო მიზანს ემსახურება.
„თუ ვინმეს დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც უცხო ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს მარტივი მიზეზის გამო, და ამ მიზეზებს ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?" – განაცხადა მელიამ.
დეპუტატმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის" ანა ბუჩუკურმა პრაიმერიზის ინიციატივას მასკარადის მოწყობის მცდელობა უწოდა.
„ის (ვაშაძე) გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, არის „ქართული ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში, ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია", – აღნიშნა ბუჩუკურმა.
დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა დაიჯეროს პრაიმერიზის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფართო დეპატები და დისკუსიები იქნება.
„თუ ეს დებატები არ იქნება, არანაირი ღირებულება არ აქვს ასეთ პრაიმერიზს, იქნება რაღაც ბელადების რაღაც თამაში", – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრაიმერიზის წინადადება ოპოზიციის ახალი სატყუარაა ხალხისთვის.
„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს. კარგად ხვდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ სამომავლო გეგმა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არიან. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი", – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პრაიმერიზის ჩატარება ოპოზიციას პოლიტიკურ ქულებს არ შემატებს.