https://sputnik-georgia.com/20221102/ra-shemtxvevashi-datovebs-nacmozraoba-parlaments-271881611.html
რა შემთხვევაში დატოვებს „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს?
რა შემთხვევაში დატოვებს „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს?
Sputnik საქართველო
ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის აუცილებლობის თაობაზე ამ დღეებში პირველმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T22:13+0400
2022-11-02T22:13+0400
2022-11-02T22:48+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049214_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_30a473f1e63985e6063a498560879886.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში პარლამენტის დატოვებას არ აპირებს, ამისათვის გარკვეული გარემოებები უნდა შეიქმნას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი ჰყავს. იგი იყო ბოლო ოპოზიციური პარტია, რომელიც 2021 წლის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პარლამენტში შესვლას დათანხმდა. კრიზისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციამ მათი გაყალბება გამოაცხადა.მისი თქმით, პარტია ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში მიიღებს.„თუ დავინახავთ, რომ პარლამენტიდან დეპუტატების გასვლა არის ეფექტური ნაბიჯი მიზანთან მიახლოებისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ვითარებაში“, – აღნიშნა მელიამ.ახალგაზრდა პოლიტიკოსების გამოუცდელობა“ - ბურჯანაძემ პრაიმერის იდეა გააკრიტიკა>>>ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის აუცილებლობის თაობაზე ამ დღეებში პირველმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც მცირე პარტიებთან – „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.ვაშაძე შეუძლებლად მიიჩნევს პარლამენტში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობას.ვაშაძის იდეა არ მოსწონს ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.„დასავლეთმა მხარი არ დაუჭირა და არც დაუჭერს პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს არის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვერ ვხედავ რაიმე არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ პარლამენტში ყოფნა ხელს უშლის ეფექტურ ბრძოლას სხვა ფრონტებზე“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშილმა.საკანონმდებლო ორგანოში „სტრატეგია აღმაშენებელს“ ორი დეპუტატი ჰყავს.დღეისათვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მხოლოდ 75 დეპუტატი ჰყავს, მაგრამ მოკავშირეებთან ერთად იგი წარმოადგენს უმრავლესობას პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ხმების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, რისთვისაც დეპუტატების ხმების 2/3-ია საჭირო. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებელი და ოპოზიციური დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049214_182:146:1126:854_1920x0_80_0_0_b56a1bc32d4746a3758c62f8b026d606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
რა შემთხვევაში დატოვებს „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს?
22:13 02.11.2022 (განახლებულია: 22:48 02.11.2022) ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის აუცილებლობის თაობაზე ამ დღეებში პირველმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში პარლამენტის დატოვებას არ აპირებს, ამისათვის გარკვეული გარემოებები უნდა შეიქმნას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი ჰყავს. იგი იყო ბოლო ოპოზიციური პარტია, რომელიც 2021 წლის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პარლამენტში შესვლას დათანხმდა. კრიზისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციამ მათი გაყალბება გამოაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ უარი საპარლამენტო საქმიანობაზე უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას. ახლა ასეთი მოცემულობაა“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, პარტია ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში მიიღებს.
„თუ დავინახავთ, რომ პარლამენტიდან დეპუტატების გასვლა არის ეფექტური ნაბიჯი მიზანთან მიახლოებისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ვითარებაში“, – აღნიშნა მელიამ.
ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის აუცილებლობის თაობაზე ამ დღეებში პირველმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც მცირე პარტიებთან – „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშაძე შეუძლებლად მიიჩნევს პარლამენტში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობას.
„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ – პარლამენტი დავტოვოთ და ამ სცენარს განვიხილავთ“, – განაცხადა ვაშაძემ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით.
ვაშაძის იდეა არ მოსწონს ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.
„დასავლეთმა მხარი არ დაუჭირა და არც დაუჭერს პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს არის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვერ ვხედავ რაიმე არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ პარლამენტში ყოფნა ხელს უშლის ეფექტურ ბრძოლას სხვა ფრონტებზე“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშილმა.
საკანონმდებლო ორგანოში „სტრატეგია აღმაშენებელს“ ორი დეპუტატი ჰყავს.
დღეისათვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მხოლოდ 75 დეპუტატი ჰყავს, მაგრამ მოკავშირეებთან ერთად იგი წარმოადგენს უმრავლესობას პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ხმების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, რისთვისაც დეპუტატების ხმების 2/3-ია საჭირო. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებელი და ოპოზიციური დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება.