Pegasus Airlines-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
Pegasus Airlines ასევე ასრულებს რეისებს თბილისში სტამბულიდან და ანტალიიდან.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pegasus-მა ანკარა–თბილისი–ანკარის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო, იუწყება კომპანია TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
თურქული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რეისები შესრულდება ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, 2023 წლის მარტის ბოლომდე.
სააგენტომ ავიაგადამზიდავს ფრენების ნებართვა 19 ოქტომბერს მისცა.
Pegasus უკვე ასრულებს 17 რეისს კვირაში თბილისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით.
გარდა ამისა, ლოუკოსტერი ანტალიაში რეგულარული რეისების გაგრძელებას აპირებს ზამთრის სეზონზე და ფრენებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობითა და შაბათობით გეგმავს.
თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი>>
TAV Georgia-ს ინფორმაციით, რეისებს ანკარასა და თბილისს შორის 2019-2020 წლებში Turkish Airlines ასრულებდა, მაგრამ რეისები ვერ გაგრძელდა კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო.
ავიაკომპანია Turkish Airlines მგზავრთა გადაყვანის მხრივ ქართულ ავიაბაზარზე 2021 წელს ლიდერი გახდა. Pegasus Airlines-მა მეოთხე ადგილი დაიკავა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0