https://sputnik-georgia.com/20220815/tbilisis-aeroportis-ganvitarebis-gegma-20-welze-iqneba-gatvlili-269437990.html
თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი
თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი
Sputnik საქართველო
აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო გეგმა სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T09:53+0400
2022-08-15T09:53+0400
2022-08-15T19:07+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478275_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_32e4b4479f103098bed265f1e335e8dc.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. წლის ბოლომდე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე მგზავრთ- და ტვირთნაკადის გაზრდის 20 წელზე გათვლილი გენერალური გეგმა ექნება, იუწყება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს პრეს-სამსახური.დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია. გენგეგმა უახლოეს 20 წელიწადში თბილისის აეროპორტის განვითარების ყველა მიმართულებას მოიცავს.აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო სახელმწიფოს გეგმა 2023 წლის იანვარში გადაეცემა.გენგეგმის შემუშავების პროცესში TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ADP Ingénierie-სთან (ADPI), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო–კონსალტინგური კომპანიაა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის აეროპორტების დაგეგმვაში.ADPI-ს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას. უკვე გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, საავიაციო ხელისუფლებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.რამდენ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები წლის დასაწყისიდან>>კომპანია TAV-Georgia თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. მასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული.2005 წლიდან კომპანიამ თბილისის აეროპორტში დაახლოებით 220 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა; 2007 წელს განახლდა ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გაიხსნა ახალი სამგზავრო ტერმინალები; 2016–2017 წლებში თბილისის აეროპორტში ჩატარდა არსებული ასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი ტერმინალი.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია>>TAV-Georgia-ში დღეისათვის 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478275_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_acbad2ab0d50d68ca13ef03c395b9fad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა
თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი
09:53 15.08.2022 (განახლებულია: 19:07 15.08.2022) აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო გეგმა სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. წლის ბოლომდე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე მგზავრთ- და ტვირთნაკადის გაზრდის 20 წელზე გათვლილი გენერალური გეგმა ექნება, იუწყება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს პრეს-სამსახური.
დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია. გენგეგმა უახლოეს 20 წელიწადში თბილისის აეროპორტის განვითარების ყველა მიმართულებას მოიცავს.
„ჩვენი დაკვეთით ფრანგული კომპანია ADPI მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე... დოკუმენტი დასრულებული სახით გვექნება წლის ბოლოსთვის და ჩვენ ამ დოკუმენტს გადავცემთ საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო სახელმწიფოს გეგმა 2023 წლის იანვარში გადაეცემა.
გენგეგმის შემუშავების პროცესში TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ADP Ingénierie-სთან (ADPI), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო–კონსალტინგური კომპანიაა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის აეროპორტების დაგეგმვაში.
ADPI-ს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას. უკვე გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, საავიაციო ხელისუფლებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.
კომპანია TAV-Georgia თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. მასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული.
2005 წლიდან კომპანიამ თბილისის აეროპორტში დაახლოებით 220 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა; 2007 წელს განახლდა ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გაიხსნა ახალი სამგზავრო ტერმინალები; 2016–2017 წლებში თბილისის აეროპორტში ჩატარდა არსებული ასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი ტერმინალი.
TAV-Georgia-ში დღეისათვის 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.