დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ნოემბერი

© Pixabay / jordygoovaerts0კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენიჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 1 ნოემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ნუ გექნებათ იმედი, რომ დღეს დიპლომატიურობა და სუბორდინაცია იქნება დაცული ან თქვენი ან გარშემომყოფების მხრიდან. გაძლიერდება თავისუფლების სულისკვეთება, რაც არასტანდარტული აზროვნების საშუალებას მოგცემთ. გამოიყენეთ ეს შანსი, რომ გადაჭრათ ის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტას აქამდე ვერც კი გაბედავდით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი>>
ამასთან, განსაკუთრებით გაძლიერდება სასიყვარულო იმპულსები, გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. და ისმის კითხვა – ღირს კი?..
ვერძი: გაქვთ შესაძლებლობა, რომ რაღაც უჩვეულო და საინტერესო გაიგოთ. თქვენს ცხოვრებაში კაშკაშა ემოციები და შთაბეჭდილებები შემოიჭრება. ერთადერთი პირობაა – არ მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა უსიამოვნო წვრილმანებს. თუ მათ დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ, დღე უამრავ პოზიტივს მოგიტანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განწყობას გაუფუჭებთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
კურო: დღეს სირთულეები გელით თვითორგანიზებასა და დისციპლინასთან დაკავშირებით. ჩვეულ ჩარჩოებში მოქცევა საოცრად რთული იქნება, თუმცა სწორედ ამისკენ ისწრაფვით. აქედან წარმოიშვება შინაგანი კონფლიქტი – თქვენი ერთი ნახევარი წესრიგისკენ მიილტვის, მეორე ნახევარი კი – ქაოსისკენ. საქმის არსი მხოლოდ ისაა, თუ რომელი ნახევარი გადაწონის – წესრიგი თუ ქაოსი.
ტყუპი: დღეს თქვენი ინტერესები და გეგმები არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს. მთელი დღე ხან ერთ მხარეს გაიწევთ და ხან მეორე მხარეს. ამასთან შეწინააღმდეგება კი ძალიან რთული იქნება. იმისთვის, რომ დღეს რაღაცას მაინც მიაღწიოთ, ნამდვილად არ გაწყენთ ერთ რომელიმე საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოგივიდეთ, იმდენად ცვალებადია თქვენი განწყობა.
კირჩხიბი: არის რისკი, რომ იგრძნოთ, რა არის მეომრული სული. რა თქმა უნდა, არანაირი ომის გამოცხადებას არ აპირებთ და საერთოდ, რა საჭიროა მისი გამოცხადება? ომის დაწყება გამოცხადების გარეშე ჯობია, მოულოდნელად, რომ მტერი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს. ასეთი მისწრაფებები გაგიჩნდებათ დღეს და თან არაერთხელ. გასაკვირი არ იქნება, თუ ასეთი განწყობა კონფლიქტამდე და ჩხუბამდე მიგიყვანთ.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები
ლომი: დღეს თავისუფლად შეიძლება სულ სხვადასხვა რამემ გაგიტაცოთ, თანაც სრულიად მოულოდნელად, და ამ გატაცებაში მთელი თავით გადაეშვათ. მაგრამ იმდენი გატაცება შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში, რომ შეიძლება თავადაც დაიბნეთ, ვეღარ გაიგოთ, საით უნდა წახვიდეთ და რა გიზიდავთ. ამგვარად, ურყევი გრძნობების იმედი არ უნდა გქონდეთ.
ქალწული: შეიძლება რაღაც წვრილმანმა, უმნიშვნელო სისულელემ გაგიტაცოთ. ეს თქვენ არ გახასიათებთ, მაგრამ იმ მომენტში მოგეჩვენებათ, რომ გატაცების საგანი სულაც არაა სისულელე. უფრო მეტიც, შესაძლოა, მართლაც მნიშვნელოვანი რამ საერთოდ ვერ შეამჩნიოთ. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეისთვის სერიოზულ საქმეებს საერთოდ არ დაგეგმავთ. გამოსავალი არის – დაუთმეთ დრო შემოქმედებას ან სიყვარულს.
სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამყარო სადღაც თქვენ გვერდით, სულ ახლოს ტრიალებს. და რადგანაც სამყაროს შეიძლება ამასთან დაკავშირებით სულ სხვა მოსაზრება ჰქონდეს, ეს თქვენში კიდევ უფრო მეტ გაოცებას გამოიწვევს. უფრო და უფრო ეცდებით, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროთ, აქტიურად მიიპყროთ ყურადღება და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ – ცენტრში ყოფნა ყოველთვის კარგი არაა.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: დიდი რისკია, რომ ოჯახში ტირანად იქცეთ. ამასთან, თავად თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უბრალოდ სასარგებლო ინიციატივას იჩენთ ოჯახის საკეთილდღეოდ. ოჯახის წევრების მხრიდან კი ეს სულაც არ იქნება ასე აღქმული. თუ არ გინდათ, რომ ზედმეტად დაძაბოთ ვითარება, აუცილებლად უნდა შეარბილოთ მბრძანებლური ტონი და გაითავისოთ, რომ ასეთი ლაპარაკი არავის სიამოვნებს, აქედან კონფლიქტამდე კი ერთი ნაბიჯია.
მშვილდოსანი: დღეს თუ რამე აზრი მოგივიდათ თავში, ეს აზრი, შესაძლოა, აკვიატებულ იდეად გადაიქცეს. უფრო მეტიც, აზრები ხშირად გაგიჩნდებათ, შესაბამისად, აკვიატებული იდეაც ერთი და ორი არ იქნება. ამ მდგომარეობაში აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრები უაზრო კამათში შეიძლება გადაიზარდოს. ყველაფერს აჯობებს, რამე შემოქმედებით საქმიანობას მიჰყოთ ხელი, სადაც ეს აკვიატებული იდეები ზიანს არ მოგიტანთ.
თხის რქა: დღეს დიდად დაგაფიქრებთ თემა – რატომაა ყველაზე სასიამოვნო და კმაყოფილების მომტანი ამავე დროს ცოდვა? განა რა არის ცუდი, მაგალითად, ტორტის კიდევ ერთ ნაჭერში ან კოცნაში? მოკლედ, დღეს თქვენთვის ლოგიკური იქნება წესი: „თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, ე.ი. შეიძლება“. ამაში პრინციპში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ამ ფორმულას კიდევ ერთი პუნქტი უნდა დაუმატოთ – „ყველაფერი კარგია, მაგრამ ზომიერად“.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
მერწყული: დღეს თქვენში გარშემომყოფებზე მბრძანებლობის დიდი სურვილი გაიღვიძებს. თუ მართლა გრძნობთ, რომ თქვენში რეალური ლიდერის თვისებებია – წინ! მაგრამ თუ ეს თვისებები არასაკმარისი გაქვთ, მაშინ მცდელობაც არ ღირს. სჯობს, ეს სურვილი სხვა რამეში გამოავლინოთ. ყველაფერს აჯობებს, თუ თქვენს დაუცხრომელ ენერგიას რომანტიკულ პაემანს დაახარჯავთ – ამას ნამდვილად არ ინანებთ.
თევზები: დღეს ცხოვრება გაიძულებთ, გარემოებებს შეებრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ განწყობილი მაღალი აქტიურობისთვის, რაღაც მოვლენები თქვენგან ენერგიულ ჩარევას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე კამათში ან დავაში ჩაგითრიოთ, ან თქვენთვის უსარგებლო ამოცანის გადაჭრაში. ამას, რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგებით, მაგრამ რამდენად გამოგივათ?..
ყველა ახალი ამბავი
0