დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი

CC BY 2.0 / Michael Seeley / We're made of star stuffვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 31 ოქტომბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს სურვილები გაბატონდება და მათი ასრულების გზაზე შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეები საერთოდ გადაგავიწყდეთ – მიეძალოთ ტკბილეულს, მაღვიძარა გამორთოთ და ძილი განაგრძოთ, იყიდოთ არასაჭირო ნივთი, იარშიყოთ, დრო მეგობრებთან გაატაროთ... ამაში ცუდი არაფერია, ვარსკვლავებიც ხელს შეგიწყობენ, მაგრამ, ამავდროულად, გაფრთხილებენ, არ „გადაამლაშოთ“, თავი არ დაკარგოთ და ზომიერება დაიცვათ, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ოქტომბერი>>
ვერძი: დღეს საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რომლებიც შეიძლება ხელსაყრელად აისახოს არა მხოლოდ თქვენს კარიერაზე, არამედ ცხოვრებაზე ზოგადად. შესაძლოა, სასარგებლო იდეის ნაცვლად არანაკლებ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. რამდენად რომანტიკული იქნება ეს ნაცნობობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება.
ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2020
ბრძნული ტყუილის საიდუმლოებანი: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან
კურო: ვარსკვლავები მოგცემენ ახალი საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის შესაძლებლობებს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი ნაცნობობა რომანტიკული აღმოჩნდეს. დიდი ალბათობით, მას სერიოზული გაგრძელება არ მოჰყვება, მაგრამ მაინც სასიამოვნო ემოციებს დაგიტოვებთ. მთლიანობაში დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. ენდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილას საჭირო დროს.
ტყუპი: დღეს თქვენი მთავარი სიძლიერე თქვენს სისუსტეში იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით გარშემომყოფებს, პირდაპირი მნიშვნელობით, დაატერორებთ, უნარი, რომ თქვენსას ნებისმიერი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამავდროულად, თვითონ თქვენ მოგეჩვენებათ, რომ თქვენს საქციელში უჩვეულო არაფერია და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივია.
კირჩხიბი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეგეცვლებათ – მხიარული განწყობა მოულოდნელმა „მოღრუბლულობამ“ შეიძლება შეცვალოს, ხოლო ცოტა ხანში კვლავ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები ან გადააბაროთ იმ ადამიანს, რომელსაც ნაკლებად ჭირვეული განწყობა ექნება.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2018
ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"
ლომი: დღეს თქვენში გაიღვიძებს ტალანტი, რომ ნებისმიერი გვერდით ჩაფრენილი ბუზი სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ყველანაირმა წვრილმანმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. თუ გინდათ, აბეზარი არ გახდეთ, დაანებეთ თავი გარშემომყოფების ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებას, ყველა ნეგატივში ჩაკირკიტებას. სამაგიეროდ, გამოგივათ ნებისმიერი საქმე, რომელიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
ქალწული: დღეს გული დიდი, ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც ერთი წამით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში, ან, ბოლოს და ბოლოს, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ, უნდა ეცადოთ, რომ ამ ფანტაზიებმა ძალიან არ გაგიტაცოთ და გარშემომყოფების მხრიდან ირონიული ისრების მსხვერპლი არ გახდეთ იმის გათვალისწინებით, რომ დაცინვაზე და ირონიაზე ორმაგად მწვავე რეაქცია გექნებათ.
სასწორი: დღეს მუდმივად სახლისა და ოჯახის საქმეებზე იფიქრებთ. სწორედ რომ დროა, ამით დაკავდეთ, მოაწესრიგოთ ყოფითი საკითხები, დანარჩენი საქმეები გადადეთ, მაინც არ გელოდებათ გრანდიოზული წარმატებები და შედეგები. ერთი რამ გაითვალისწინეთ – დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებსა და მცირე უსიამოვნებებს, თორემ არ არის გამორიცხული, შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე „ჩაიციკლოთ“.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2018
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: მთელი დღე სავსე იქნება გაუგებრობებით და ამის მიზეზი თქვენივე არათანმიმდევრულობა იქნება. მოგინდებათ არათუ გაცნობიერებულად დაარღვიოთ წესები, არამედ მიგიზიდავთ მრავალფეროვანი წვრილმანები. ის, რასაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას, ახლა იმდენად გაგიტაცებთ ეს, რომ მთლიანად დაირღვევა თქვენი დღის წესრიგი და გეგმები.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს ყველაფერი მშვენიერისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, ფულია. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეს განძი თუ არა, რამე ისეთი ადგილი მაინც იპოვოთ, რომელზეც, მაგალითად, ლეგენდები დადის, რომ აქ დიდი საგანძურია დამალული. დღე სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ – ეს საკვებია – ზედმეტი არ მოგივიდეთ.
თხის რქა: დღეს თქვენთვის წაიშლება საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის. დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, რომ თავისუფლება მისცეთ საკუთარ გრძნობებს. თუ სურვილებსა და ემოციებს აჰყვებით, არ გქონდეთ იმედი, რომ გარშემომყოფები ამას გაიგებენ და მოიწონებენ. მათი შეხედულებები თქვენს მოქმედებებზე სრულიად განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, მზად იყავით ამისთვის.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
მერწყული: დილიდან განსჯისა და ფიქრის განწყობაზე იქნებით. ყველაზე ლოგიკურად მოგეჩვენებათ, რომ ვითარებას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. ამასთან, უჩვეულოდ შეიგრძნობთ პერსპექტიულ ტენდენციებს და თავისუფლად შეგიძლიათ ეს ალღო სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგრამ რატომღაც ამ პროცესებში ჩარევა არ მოგინდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, გეცოდინებათ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ მოქმედების არანაირი სურვილი არ გექნებათ.
თევზები: თუნდაც შემოქმედებით საქმიანობასთან არაფერი გაკავშირებდეთ, დღეს გამონაკლისი იქნება. ვარსკვლავები მაქსიმალურად გააძლიერებენ ამ პოტენციალს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თუ რამე შედევრს არ შექმნით, უბრალოდ ხელოვნებას მიუძღვნათ დრო. მაგრამ მხოლოდ ეს არაა – გექნებათ ბევრი შესაძლებლობა, რომ საინტერესო ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა და საინტერესო თემებზე ისაუბროთ.
ყველა ახალი ამბავი
0