დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ოქტომბერი

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
გაქვთ შანსი, რომ წარმატებებს მიაღწიოთ ნებისმიერ სფეროში, მთავარია, იმოქმედოთ. წარმატების მთავარი გასაღები კი კომუნიკაბელურობაშია. იოლად მოძებნით კომპრომისებს და შეძლებთ ირგვლივ მყოფების ამოქმედებას. გამოიყენეთ დღევანდელი შესაძლებლობები ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ოქტომბერი>>
ვერძი: გინდათ, რაღაც საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ. უფრო მეტიც, ამაში გარშემომყოფების ჩართვასაც მოინდომებთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნება სახლში ავეჯის გადაადგილება, საფუძვლიანი დალაგება, რომლის დროსაც ყველას თავისი საქმე ექნება. ასე თავს დააღწევთ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას. ეცადეთ საქმეები დროზე მორჩეთ, რომ დრო საყვარელ ადამიანსაც დაუთმოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: საქმეებს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაუმკლავდებით. თქვენი ორგანიზებულობა გააკვირვებს არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ თავად თქვენც. ამასთან, შეძლებთ, ყველაზე ჩვეულებრივ საქმეებშიც კი რაღაც საინტერესო იპოვოთ. შესანიშნავი დღეა გეგმების განსახორციელებლად. დრო დაუთმეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. შესაძლოა, მათ თქვენი ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებათ.
ტყუპი: ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი და ნერვიულობთ, მოასწრებთ თუ არა ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“. თუ მთელ ყურადღებას ყველაზე მთავარი მიზნის მიღწევაზე მიმართავთ, ყველაფერი გამოგივათ. შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები მოხდეს და გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვენი იმპროვიზაციები წარმატებული აღმოჩნდება.
კირჩხიბი: გაგაღიზიანებთ, რომ გარშემომყოფები თქვენ საქმეებში ერევიან, თან მოურიდებლად, გაძლევენ დაუკითავად რჩევებს, გაკრიტიკებენ. საბედნიეროდ, შეძლებთ ემოციებთან გამკლავებას და თავის ხელში აყვანას. ასე მიაღწევთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ და არა სხვებს. დააწყობთ გეგმებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს გეგმები შეიძლება ვერ განახორციელოთ, ამიტომ მოერიდეთ ცრუ იმედებს.
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2020
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული
ლომი: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ბრწყინვალე შედეგების მიღება. კარგად გაუმკლავდებით როგორც უკვე ჩვეულ, ისე ახალ საქმეებს. სრულიად უიმედო ვითარებაში გამოსავლის პოვნაში შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგეხმარებათ. თქვენი გადაწყვეტილებები და მოქმედებები ბევრს განაცვიფრებს.
ქალწული: დღე მცირე გაუგებრობების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. სიფრთხილეა საჭირო სამუშაო საკითხების განხილვისას. ერთი მხრივ, ზედმეტი არაფერი უნდა წამოგცდეთ და მეორე მხრივ, თანამოსაუბრეს აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, მათ შორის – რომანტიკული შეხვედრისთვის.
სასწორი: დღეს ჩხუბი თქვენთვის უკუნაჩვენებია. ეცადეთ, საყვადურები თუ კრიტიკა თქვენი საყვარელი ადამიანის მხრიდან თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, გაიღიმეთ, შენიშვნები უყურადღებოდ დატოვეთ. თუ ასე მოიქცევით, შემდეგ არ მოგიწევთ შერყეული ურთიერთობების აღდგენისთვის სხვადასხვა გზის მოძებნა. ვისაც არ ჰყავს პარტნიორიი, მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც გარდამტეხი გახდება თქვენს ცხოვრებაში.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
მორიელი: ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. უსიამოვნებები სამსახურში დამთავრდება, ხოლო კარგი, სანდო ურთიერთობების აღდგენა რთული იქნება, მას დრო და მოთმინება დასჭირდება. ამიტომ ეცადეთ, გაღიზიანება საყვარელ ადამიანზე, ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე არ გადაიტანოთ. თუ რომანტიკული შეხვედრა გაქვთ დანიშნული და განწყობა არ გაქვთ, აუხსენით ეს მას ან გადადეთ შეხვედრა.
მშვილდოსანი: დღეს დრო პროფესიულ და პირად სფეროებს შორის უნდა გაანაწილოთ. ურთიერთობების გამორკვევა საღამოსთვის გადადეთ, როდესაც საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს თავს არ მოახვიოთ თქვენი სურვილი, რომ თავის სიყვარულში დაგარწმუნოთ. სამუშაოზე სიმშვიდე შეინარჩუნეთ, არავინ უნდა მიხვდეს, რომ ეჭვებით ხართ შეპყრობილი. ეს თქვენს იმიჯს დააზარალებს.
თხის რქა: გაუფრთხილდით ურთიერთობებს. გახსოვდეთ, რომ რთულ მომენტებში თქვენ გვერდით ოჯახი და საყვარელი ადამიანები იდგებიან. შეიკავეთ თავი, როდესაც გაბრაზებულ გულზე ჯავრის ამოყრა მათზე გინდათ. რაც შეეხება სასიყვარულო ასპარეზს, ახლა ახალი ურთიერთობების დაწყება არასასურველია. ორგანიზმი არ გადაღალოთ, განსაკუთრებით უსისტემო კვებითა და დატვირთული დღის განრიგით.
მარსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
რეტროგრადული მარსი: რას მოუტანს აგრესიული პლანეტის უკუსვლა ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: სჯობს, საღამომდე „ჩრდილში“ დარჩეთ. არის საფრთხე, რომ ვინმე თქვენით მანიპულირებას შეეცადოს, თან ძალზე დახვეწილად, ისე, რომ ვერც მიხვდებით, როგორ აღმოჩნდით მანიპულატორის ტყვეობაში. თუ არ გინდათ, სხვისი გავლენით იმოქმედოთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემომყოფების სიტყვებს, კრიტიკულად აღიქვათ ისინი და მათთან ურთიერთობებისას ხშირად თქვათ „არა“.
თევზები: თითქოს ჩვეულებრივი დღეა, გაქვთ ჩვეულებრივი საქმეები, მაგრამ სული რაღაც უჩვეულოსა და ექსტრაორდინარულს მოითხოვს. გარემო ამგვარ შანსს არ მოგცემთ, ამიტომ ამ საკითხში საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოთ. შეგიძლიათ რამე ექსტრავაგანტული მოიფიქროთ, მაგრამ ზომიერებაც არ დაკარგოთ. პარტნიორთან ურთიერთობებში სინაზეს ცოტა მგზნებარებაც დაუმატეთ და დაუვიწყარ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან.
ყველა ახალი ამბავი
0