https://sputnik-georgia.com/20221031/saqartvelo-gaertianebuli-saamrioebi-molaparakebebi-tavisufali-vawrobis-sesaxeb-271810012.html
საქართველო და არაბთა საამიროები განაგრძობენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველო და არაბთა საამიროები განაგრძობენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
Sputnik საქართველო
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T23:28+0400
2022-10-31T23:28+0400
2022-10-31T23:29+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271808214_0:161:1280:881_1920x0_80_0_0_f43d5a8101c05072b1ce87d148332cb3.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. სავაჭრო კავშირებისა და საინვესტიციო ნაკადების გაღრმავების საკითხები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.ღარიბაშვილი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთაინებულ საამიროებში იმყოფებამ სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს.„სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა>>აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია.საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".ღარიბაჭშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისტვის. აღინიშნა, რომ მნიშველოვანია დიდი პოტენიალის სრული გამოყენება ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებში.რომელ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ>>საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 190 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 84%-ით მეტია.გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271808214_33:0:1208:881_1920x0_80_0_0_279d1b680a20757c4e7a05ab2c73d953.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო და არაბთა საამიროები განაგრძობენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
23:28 31.10.2022 (განახლებულია: 23:29 31.10.2022) მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. სავაჭრო კავშირებისა და საინვესტიციო ნაკადების გაღრმავების საკითხები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.
ღარიბაშვილი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთაინებულ საამიროებში იმყოფებამ სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
„სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
ღარიბაჭშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისტვის. აღინიშნა, რომ მნიშველოვანია დიდი პოტენიალის სრული გამოყენება ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 190 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 84%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.