https://sputnik-georgia.com/20221031/garibashvili-arabta-gaertianebul-saamiroebshi-gaemgzavra-271792599.html
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T14:44+0400
2022-10-31T14:44+0400
2022-10-31T17:40+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791516_0:108:1280:829_1920x0_80_0_0_c8a587ba03590f2a5019f6e351d7d004.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 189 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791516_0:0:1280:961_1920x0_80_0_0_374b1a8a77c09a2d0d54ec4e7e1ed56e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
14:44 31.10.2022 (განახლებულია: 17:40 31.10.2022) არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 189 მლნ დოლარი შეადგინა.