https://sputnik-georgia.com/20221031/indeqsikaciis-wesi-ssm-pirebistvis-271806047.html
ინდექსაციის წესი შშმ პირების სოციალური პაკეტის გაანგარიშებაზეც გავრცელდება
ინდექსაციის წესი შშმ პირების სოციალური პაკეტის გაანგარიშებაზეც გავრცელდება
Sputnik საქართველო
სოციალური პაკეტის გაზრდა, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაახლოებით 132 ათას პირს შეეხება. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T21:31+0400
2022-10-31T21:31+0400
2022-10-31T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252605795_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_6596b32099be48ed0d544a4a1e900210.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტების გაანგარიშება ყოველწლიური ინდექსაციის წესით მოხდება. მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში „სოციალური დახმარების შესახებ“.ცვლილებები სოციალურ პაკეტზე იმავე პრინციპით განხორციელდება, რაც ვრცელდება პენსიონერებისთვის 2021 წლიდან.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, მათ შორის შშმ ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება, აღნიშნავენ საქართველოს მთავრობაში.კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით.საქართველოში შშმ პირებისთვის ტურისტული სერვისების განვითარება იგეგმება>>მთავრობის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის გაზრდა, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაახლოებით 132 ათას პირს შეეხება. ისინი 100 ლარის ნაცვლად 419 ლარს მიიღებენ.თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაბალი იქნება, შშმ ბავშვებისთვის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება მაქსიმუმ 25 ლარით, დანარჩენი მოქალაქეების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების სხვა სტატუსით – 20 ლარით.თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება>>პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და მის შესაბამისად პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი – აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეორე ჯგუფი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მესამე ჯგუფი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეოთხე ჯგუფი – ბავშვები ზრდასრულების სამივე ჯგუფიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252605795_335:0:3066:2048_1920x0_80_0_0_9c50f3bf68d22bd03501811e4f1a5d3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ინდექსაციის წესი შშმ პირების სოციალური პაკეტის გაანგარიშებაზეც გავრცელდება
21:31 31.10.2022 (განახლებულია: 22:43 31.10.2022) სოციალური პაკეტის გაზრდა, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაახლოებით 132 ათას პირს შეეხება.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტების გაანგარიშება ყოველწლიური ინდექსაციის წესით მოხდება. მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში „სოციალური დახმარების შესახებ“.
ცვლილებები სოციალურ პაკეტზე იმავე პრინციპით განხორციელდება, რაც ვრცელდება პენსიონერებისთვის 2021 წლიდან.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, მათ შორის შშმ ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება, აღნიშნავენ საქართველოს მთავრობაში.
კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით.
მთავრობის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის გაზრდა, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაახლოებით 132 ათას პირს შეეხება. ისინი 100 ლარის ნაცვლად 419 ლარს მიიღებენ.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაბალი იქნება, შშმ ბავშვებისთვის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება მაქსიმუმ 25 ლარით, დანარჩენი მოქალაქეების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების სხვა სტატუსით – 20 ლარით.
პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და მის შესაბამისად პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი – აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეორე ჯგუფი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მესამე ჯგუფი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეოთხე ჯგუფი – ბავშვები ზრდასრულების სამივე ჯგუფიდან.