https://sputnik-georgia.com/20221005/tbilisis-metro-shshm-pirebze-adaptirebuli-gaxdeba-271061183.html
თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
Sputnik საქართველო
კახა კალაძის განცხადებით, პროექტის საერთო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T17:04+0400
2022-10-05T17:04+0400
2022-10-05T21:06+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/20/237762015_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_4923e0f1de59e8c30ebdba4f420b1beb.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროში შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროპოლიტენში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში მეტროს სადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა.თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება, თქვა მან.დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს მეტროს 11 სადგურის გარშემო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.„პროექტის ფარგლებში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასრულება დაიწყება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.პროექტის საერთო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნა მერმა.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/20/237762015_101:0:1878:1333_1920x0_80_0_0_3a3d8d32c5faeabacb48dfda74eb2004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
17:04 05.10.2022 (განახლებულია: 21:06 05.10.2022) კახა კალაძის განცხადებით, პროექტის საერთო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროში შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროპოლიტენში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში მეტროს სადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა.
თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება, თქვა მან.
„პროექტის ძირითადი მიზანია ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის გაზრდა. იგი ასევე გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს მეტროს 11 სადგურის გარშემო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„პროექტის ფარგლებში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასრულება დაიწყება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის საერთო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნა მერმა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.