საქართველოში შშმ პირებისთვის ტურისტული სერვისების განვითარება იგეგმება

© photo: Sputnikშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს ტურიზმის ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცემა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტურისტული სერვისები – მომსახურება და უსაფრთხოება“.
ტრენინგის თემები:
1.
საერთაშორისო სტანდარტი „ინკლუზიური ტურიზმი და ISO21902:2021. ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები - ინკლუზიური ტურიზმი ყველასთვის - მოთხოვნები და რეკომენდაციები 2021-07“;
2.
ინფრასტრუქტურისა და სერვისების მისაწვდომობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შშმ პირთათვის - უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები;
3.
ინკლუზიური ტურიზმის გამოწვევები საქართველოში და მსოფლიოს გამოცდილება;
4.
ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის - შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტრენინგი განკუთვნილია როგორც განთავსების ასევე კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და გიდებისათვის, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სექტორში დასაქმების მსურველებსაც.
ტრენინგები ჩატარდება თბილისში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომში, წყალტუბოში, დაბა სტეფანწმინდაში, მესტიაში, ბაღდათში, ამბროლაურში, ონში, ოზურგეთსა და გორში. ერთდღიანი ტრენინგები 31 აგვისტოს ქალაქ თელავიდან დაიწყება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს ტურიზმის ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0