კობა გვენეტაძე: ვადაგასულმა კრედიტებმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
უიმედო კრედიტების მოცულობა საბანკო სფეროზე გავლენას არ ახდენს, რადგანაც ბანკებს რისკების დასაფარად საკმარისი რეზერვები აქვთ, აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ვადაგასული კრედიტების წილმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს – 2,1%-ს მიაღწია, განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
უიმედო კრედიტების წილმა 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 8,5%-ს მიაღწია, ეროვნული ბანკი 2022 წელს ასეთი კრედიტების რაოდენობის მატებას ელოდებოდა.

„თუ შევხედავთ საერთაშორისო კლასიფიკაციით, უმოქმედო სესხების რაოდენობა არის ისტორიულად დაბალ დონეზე. საკრედიტო ბიუროს მიმართულებითაც სიტუაცია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრე იყო“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, უიმედო სესხების მოცულობა საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე არ მოქმედებს, რადგან კომერციულ ბანკებს საკმარისი რეზერვები აქვთ საიმისოდ, რომ რისკები დაფარონ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წელს საბანკო დავალიანება ჩამოეწერა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში იყვნენ მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება. მაშინ 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები დაიფარა.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტატუსი შეიძლება შეიცვალოს>>
მაშინვე ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე სპეციალური რეგულაციები დააწესა. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.
15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა სამ წლამდე მცირდება>>
სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 3 წლის ვადით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0