https://sputnik-georgia.com/20220803/refinansirebis-ganakvetze-mibmuli-kreditebis-statusi-seizleba-seicvalos-269178374.html
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტატუსი შეიძლება შეიცვალოს
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტატუსი შეიძლება შეიცვალოს
Sputnik საქართველო
დღეისთვის საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 190 ათასი კრედიტია გაცემული. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T23:35+0400
2022-08-03T23:35+0400
2022-08-03T23:35+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_5d9903371ad999ef5eb64c05580ec815.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს იმ კრედიტების სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.ამჟამად საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 9,5 მილიარდი ლარის ოდენობის 190 ათასი კრედიტია გაცემული.მისი თქმით, ეს თავისთავად არ შეცვლის ვითარებას სესხის პროცენტის ზრდასთან დაკავშირებით, რადგან ინდექსი მნიშვნელოვანწილად ასახავს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს და ცვლილებებს მასთან დაკავშირებით.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა>>რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_681a82f7963ab4198627410aa5bc07fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტატუსი შეიძლება შეიცვალოს
დღეისთვის საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 190 ათასი კრედიტია გაცემული.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს იმ კრედიტების სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ამჟამად საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 9,5 მილიარდი ლარის ოდენობის 190 ათასი კრედიტია გაცემული.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. არაერთი ქვეყნის პრაქტიკა შევისწავლეთ ამასთან დაკავშირებით, თუ რა ინდექსის გამოყენება არის შესაძლებელი. ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. მოკვლევა დავამთავრეთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებისათვის დაგვჭირდება კიდევ მსჯელობა“, – განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს თავისთავად არ შეცვლის ვითარებას სესხის პროცენტის ზრდასთან დაკავშირებით, რადგან ინდექსი მნიშვნელოვანწილად ასახავს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს და ცვლილებებს მასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.