https://sputnik-georgia.com/20220803/repinansirebis-ganakveti-ucvlli-darcha-269155369.html
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
Sputnik საქართველო
ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მარეგულირებელი მონეტარული პოლიტიკის უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T15:50+0400
2022-08-03T15:50+0400
2022-08-03T20:56+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695150_0:0:3500:1969_1920x0_80_0_0_af7b3684ec3431360fba80abf4792ea0.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.2022 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 11,5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695150_504:0:3177:2005_1920x0_80_0_0_ab016cc43754bd0f86c3cd3f62b7e5cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
15:50 03.08.2022 (განახლებულია: 20:56 03.08.2022) ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მარეგულირებელი მონეტარული პოლიტიკის უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
2022 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 11,5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.
„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აღნიშნავს მარეგულირებელი.
თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩატარდება.