15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა სამ წლამდე მცირდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
შესაბამისი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მიიღო.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების გაცემის მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა, განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე.
ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა სამ წლამდე შემცირდეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, 2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
2022 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 11,5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი>>>
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კვლავ 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მარეგულირებლის განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია.
„შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, სულ გაცემულია 43.652.219 ლარის სესხი, საიდანაც 38.985.105 ლარის სესხი გრძელვადიანია.
ყველა ახალი ამბავი
0