როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე სექტემბერში

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაწარმო
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
2022 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 14%-ით, მათ შორის სურსათზე – 14,5%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 15,7%-ით შემცირდა.
2022 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი“.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,7%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 16,6%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 14,2%-ით, კვების პროდუქტებზე – 16,7%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7%-ით გაიზარდა.
ლაშა ხუციშვილი: ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო>>>
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 21,4%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,9%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 99,1%-ით, სასმელზე კი შემცირდა 10%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,6%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 2,5%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის სექტემბერში 11,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). სურსათზე ფასები წლიურად 17,6%-ით გაიზარდა. 2022 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0