ექსპერტი: სამხრეთ კავკასიას დიდი ცვლილებები ელოდება

© Ministry of Internal Affairs of Georgia / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის შემდეგ თურქეთის მხრიდან დიდ აქტიურობას უნდა ველოდოთ, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. სამხრეთ კავკასიის რეგიონი დიდი ცვლილებების ზღვარზე დგას – საქართველოცა და აზერბაიჯანიც ამაში დიდ როლს შეასრულებენ, მიიჩნევს ანალიტიკური კომპანია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი.
საქართველოს გუშინ სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ვიზიტის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის გამტკიცება გახდა.
„პროცესები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს და მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, ჩვენ გაცილებით უფრო, თვისობრივად ღრმა ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ თბილისში თურქეთის მხრიდან აქტიურობას უნდა ველოდოთ.
„ის სამკუთხედი, რომელიც შეიკრა დროთა განმავლობაში თბილისს, ბაქოსა და ანკარას შორის, ალბათ, ახალ შინაარსს შეიძენს და ეს სომხეთს აყენებს თვისობრივად ახალი არჩევნის წინაშე“, – განაცხადა ყიფიანმა.
აზერბაიჯანი სამმხრივი ფორმატის ამოქმედებისთვის მზადაა - ალიევი>>
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0