https://sputnik-georgia.com/20221024/alievi-azerbaijani-sammxrivi-formatis-amoqmedebistvis-mzada-271599140.html
აზერბაიჯანი სამმხრივი ფორმატის ამოქმედებისთვის მზადაა - ალიევი
აზერბაიჯანი სამმხრივი ფორმატის ამოქმედებისთვის მზადაა - ალიევი
Sputnik საქართველო
კონფლიქტის გადაჭრა აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მშვიდობიან შეთანხმებას მოითხოვს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T17:52+0400
2022-10-24T17:52+0400
2022-10-24T22:04+0400
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა
კავკასია
აზერბაიჯანი
სომხეთი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271597240_0:7:1280:727_1920x0_80_0_0_3fe0b30580377d1a79aafa6bc6d6fd45.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი ფორმატის დაწყება სომხეთის თანხმობის შემთხვევაში უკვე დღეს შეიძლება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს.ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ოქტომბრის დასაწყისში პრაღაში განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფარგლებში თემაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“. ალიევმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი–საქართველო–სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნა, ანუ სამმხრივი ფორმატი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.ალიევის თქმით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი ვითარება შეიქმნა.„მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმების“, – განაცხადა ალიევმა.მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე გაუზიარა სომხეთს ხუთი ძირითადი პრინციპი.„იმედი გვაქვს, სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის,0“, – აღნიშნა ალიევმა.პრემიერი ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებაზე: „საქართველო მზადა, ხელი შეუწყოს მშვიდობას“>>საქართველოს მთავრობის მეთაური, თავის მხრივ, მიესალმა აზერბაიჯანის ლიდერის მიერ პრაღაში გამოთქმულ ინიციატივას ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში.საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით აცხადებს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მშვიდობიანი პოლიტიკის ხელშეწყობა რეგიონში, განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია>>„საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ... მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271597240_98:0:1235:853_1920x0_80_0_0_7de3868fdac131cf421af9e3b92de6d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა, კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა, კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აზერბაიჯანი სამმხრივი ფორმატის ამოქმედებისთვის მზადაა - ალიევი
17:52 24.10.2022 (განახლებულია: 22:04 24.10.2022) კონფლიქტის გადაჭრა აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მშვიდობიან შეთანხმებას მოითხოვს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი ფორმატის დაწყება სომხეთის თანხმობის შემთხვევაში უკვე დღეს შეიძლება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს.
ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ოქტომბრის დასაწყისში პრაღაში განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფარგლებში თემაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“. ალიევმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი–საქართველო–სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნა, ანუ სამმხრივი ფორმატი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიაჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, – განაცხადა ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ალიევის თქმით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი ვითარება შეიქმნა.
„მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმების“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე გაუზიარა სომხეთს ხუთი ძირითადი პრინციპი.
„იმედი გვაქვს, სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის,0“, – აღნიშნა ალიევმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური, თავის მხრივ, მიესალმა აზერბაიჯანის ლიდერის მიერ პრაღაში გამოთქმულ ინიციატივას ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით აცხადებს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მშვიდობიანი პოლიტიკის ხელშეწყობა რეგიონში, განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ... მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.