https://sputnik-georgia.com/20221024/raribasvili-alievi-baqo-erevani-msvidoba-271594875.html
პრემიერი ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებაზე: „საქართველო მზადა ხელი შეუწყოს მშვიდობას“
პრემიერი ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებაზე: „საქართველო მზადა ხელი შეუწყოს მშვიდობას“
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T16:19+0400
2022-10-24T16:19+0400
2022-10-24T20:32+0400
პოლიტიკა
კავკასია
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476938_0:82:1024:659_1920x0_80_0_0_b500948f084bd3d6e2dd64e2641bb2b9.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით აცხადებს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მშვიდობიანი პოლიტიკის ხელშეწყობა რეგიონში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისს ორშაბათს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა და ალიევმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც საკვანძო მოცემულობაა რეგიონის განვითარებისა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, მას დახმარებას გაუწევს.„მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ასევე მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გამოთქმულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ“, – მიმართა ალიევს ღარიბაშვილმა.გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476938_136:0:1024:666_1920x0_80_0_0_384a0c597aa622ff30f8fe7478bc8526.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებაზე: „საქართველო მზადა ხელი შეუწყოს მშვიდობას“
16:19 24.10.2022 (განახლებულია: 20:32 24.10.2022) ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით აცხადებს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მშვიდობიანი პოლიტიკის ხელშეწყობა რეგიონში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისს ორშაბათს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა და ალიევმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც საკვანძო მოცემულობაა რეგიონის განვითარებისა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.
„ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, მას დახმარებას გაუწევს.
„მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ასევე მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გამოთქმულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ“, – მიმართა ალიევს ღარიბაშვილმა.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.