https://sputnik-georgia.com/20221024/ratom-ar-shexvda-zurabishvili-ilham-alievs-271606240.html
რატომ არ შეხვდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს
რატომ არ შეხვდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას და სურვილს, უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T21:39+0400
2022-10-24T21:39+0400
2022-10-24T22:51+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
აზერბაიჯანი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868189_0:160:2400:1510_1920x0_80_0_0_0e105f207cb62eaed7aef959b166036f.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში სამუშაო ვიზიტის შესახებ, იუწყება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.ალიევი თბილისში სამუშაო ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მოგვიანებით პოლიტიკოსებმა მასმედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტები განიხილეს.უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, ზურაბიშვილის სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ალიევის საქართველოში ვიზიტს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას და სურვილს, უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.აზერბაიჯანი სამმხრივი ფორმატის ამოქმედებისთვის მზადაა – ალიევი>>>საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868189_323:129:2284:1600_1920x0_80_0_0_5dcbdb707a01717bb2185f286366b60e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , აზერბაიჯანი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , აზერბაიჯანი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
რატომ არ შეხვდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს
21:39 24.10.2022 (განახლებულია: 22:51 24.10.2022) საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას და სურვილს, უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში სამუშაო ვიზიტის შესახებ, იუწყება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ალიევი თბილისში სამუშაო ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მოგვიანებით პოლიტიკოსებმა მასმედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტები განიხილეს.
„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონ ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების
პრეს-სამსახურის ცნობით, ზურაბიშვილის სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ალიევის საქართველოში ვიზიტს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას და სურვილს, უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.