მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოლაფ შოლცსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის დასახმარებლად „მარშალის გეგმის“ შექმნა სურთ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმის“ შემუშავება და საკოორდინაციო პლტფორმის შექმნაა აუცილებელი, აცხადებენ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერნიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთობლივ სტატიაში, რომელიც გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნდა.
მათი თქმით, მსოფლიო ბანკმა ქვეყნისთვის საბრძოლო მოქმედებებით მიყენებული ზარალი 350 მილიარდ ევროდ შეაფასა და ამგვარ ხარჯებს მარტო ვერავინ გაუმკლავდება. ამიტომ პოლიტიკოსები აყენებენ წინადადებას, რომ ეს ევროკავშირის, G7-ის, მათი პარტნიორებისა და საფინანსო ინსტიტუტების, ასევე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით გაკეთდეს.
ამ თემაზე ისინი 25 ოქტომბერს იმსჯელებენ ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებს მიეძღვნება.

„[კონფერენციაზე] ჩვენ გვსურს სპეციალისტებთან ერთად განვიხილოთ, როგორ შეუძლია მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის დახმარება. აღდგენის ორგანიზაცია განსაზღვრავს, როგორ ქვეყნად იქცევა მომავალში უკრაინა. მაშინაც კი, თუ ისტორიულ შედარებებთან ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, საუბარია XXI საუკუნის ახალი მარშალის გეგმის შედგენაზე“, — ნათქვამია ერთობლივ სტატიაში.

როგორც გერმანიის კანცლერსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს მიაჩნიათ, უკრაინის დახმარებაში მნიშვნელოვანი როლი ევროპას ეკისრება, ვინაიდან ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია.
ამასთან, მათი აზრით, კიევის დახმარება ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებში შედის, ვინაიდან „უკრაინა იცავს საერთაშორისო წესრიგსა და მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებს“. შესაბამისად, უკრაინის მხარდაჭერით ევროკავშირი „აშენებს საკუთარ მომავალს და ერთიანი ევროპის მომავალს“.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ევროკავშირში უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემაზე მსჯელობენ. გასულ კვირაში ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ამ გადაწყვეტილების შესაძლო ვარიანტების მომზადება დაავალა.
მარშალის გეგმა — ომისშემდგომი ამერიკული პროგრამა ევროპის ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯორჯ მარშალის სახელი ეწოდა. პროგრამა მოქმედებდა 1948 წლის 4 აპრილიდან 1951 წლის დეკემბრამდე. ასიგნებების საერთო რაოდენობამ დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0